სახალხო დამცველის აპარატი გამჭირვალე საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
2013.09.12 18:03
2013 წლის 12 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგების მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატი დაჯილდოვდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გამჭირვალე საქმიანობისათვის და გადაეცა სპაციალური სერტიფიკატი.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში უდიდეს ყურადღებას აქცევდა ინფორმაციის თავისუფლების საკითხებს და მომავალშიც გამოთქვამს მზადყოფნას მაქსიმალური ღიაობისა და აქტივობისთვის.
დაწესებულებების გამოვლენა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge-ს ფარგლებში მოხდა. საჯარო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონია უკვე მეორე წელია ხორციელდება, პროექტის ფარგლებში კვლევის შედეგები წარმოდგენილი იყო 2012 წლის ივლისი - 2013 წლის ივნისის მონაცემების მიხედვით.
ღონისძიება გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სახლხო დამცველის აპარატიდან ღონისძიებას დაესწრო მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტის უფროსი, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, სალომე ვარდიაშვილი.
მარიამ ხუნაშვილი, geotimes.ge
სახალხო დამცველის აპარატი გამჭირვალე საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
მარიამ ხუნაშვილი
12.09.2013