სემეკი: IDFI-ის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება
12.09.13
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) შეფასება, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ ყველაზე დახურული დაწესებულება, არ შეესაბამება სიმართლეს. საჯარო ინფორმაციის გაცემისას კომისია ხელმძღვანელობს შესაბამისი კანონმდებლობით. სემეკის ინფორმაციით, ყველა ინფორმაცია, რომელიც ექვემდებარება საჯაროობას ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის როგორც კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში.
„კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში კომისიას შესაბამისი წერილობითი პასუხები აქვს გაცემული შემოსულ მოთხოვნებზე. (2012-2013 წლებში შემოსულია 35 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. აქედან, პასუხი გაეცა 29 მოთხოვნას). დაინტერესების შემთხვევაში კომისია გამოთქვამს მზადყოფნას გაასაჯაროოს 2012-2013 წლებში შემოსული წერილები და კომისიის მხირდან მათზედ გაცემული პასუხები"- აცხადებენ სემეკში.