www.media.ge

IDFI მედიაში 11 ოქტომბერი 2013

„საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება“ -IDFI

თამარ ფარადაშვილი 
11.06.2013
 
ყოველწლიურად ინტერნეტ მომხმარებელთა მზარდი ტენდენციის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობას მასზე ხელი არ  მიუწვდება, განსაკუთრებით სერიოზული პრობლემებია საქართველოს რეგიონებში-აღნიშნულია კვლევაში „ელექტრონული კომუნიკაციის განვითარება საქართველოში - ინტერნეტის ხელმისაწვდომობა“, რომელიც“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) მოამზადა.
          
კვლევა, რომელიც  ივნისში გამოქვეყნდა, მომზადდა პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ   საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტს ნაკლებად მნიშვნელოვან საკომუნიკაციო რესურსად მიიჩნევს, სხვებისთვის კი მასზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებებია: კომპიუტერის არქონა, საჭირო უნარების ნაკლებობა და ინტერესის სიმცირე. ქსელის გამოყენების პრობლემები გაცილებით მასშტაბურია რეგიონებში. 
          
„ კვლევებმა აჩვენა, რომ  მომხმარებელთა უმეტესობა ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს ძირითადად ინფორმაციის მიღებისათვის იყენებს, პრიორიტეტული არ არის ორმხრივი კომუნიკაცია და მოსაზრებების მკაფიოდ დაფიქსირება.  დაბალია მოქალაქეების აქტიურობა პეტიციებისა და საკუთარი იდეების ინიცირების კუთხით. თუმცა, ინტერნეტ გამოკითხულთა უმეტესობამ (რესპონდენტების უმეტესობა სოციალურად აქტიური ადამიანები იყვნენ) მზადყოფნა გამოთქვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის, ამისთვის საჭირო მექანიზმების დანერგვის შემთხვევაში“- აღნიშნულია კვლევაში, რომლის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024