IDFI პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ - 02.08.2012 წერილის საფუძველზე

სიახლეები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 14 მარტი 2013

 

IDFI-იმ 2012 წლის 2 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია: 2012 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების შესახებ არსებული ბრძანებულებები, საპრეზიდენტო პროგრამების ჩამონათვალი, მათი ხანგრძლივობა და პროგრამებზე გათვალისწინებული თანხები 2011-2012 წლებში.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა ყველა მოთხოვნა, რის შემდეგაც 2012 წლის 5 სექტემბერს ინსტიტუტმა შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ადმინისტრაციული საჩივარი დატოვა რეაგირების გარეშე, რის საფუძველზეც 2012 წლის 12 ოქტომბერს ინსტიტუტმა ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. პირველი სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2012 წლის 8 ნოემბერს, 14.00 საათზე. სხდომის გამართვამდე ერთი საათით ადრე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ IDFI-ის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მისაღებად გადასახდელია ასლის გადაღების მოსაკრებელი. შესაბამისად, სასამართლოს სხდომა გადაიდო.

 

აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ IDFI-ის მიაწოდა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია. 2011-2012 წლებში საპრეზიდენტო პროგრამების ჩამონათვალის, მათი ხანგრძლივობისა და პროგრამებზე გათვალისწინებული თანხების შესახებ მოთხოვნა რეაგირების გარეშე დარჩა, ხოლო დანარჩენ ინფორმაციას სრულყოფილად გაეცა პასუხი.

 

2012 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მორიგ სხდომაზე, ინსტიტუტმა ნაწილობრივ გამოიხმო სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა იგნორირებული კითხვის გარდა სხვა მოთხოვნებზე ქმედების განხორციელებას, თუმცა მოითხოვა პასუხის გაცემა ერთ იგნორირებულ კითხვაზე. სასამართლომ გამოაცხადა შესვენება, რა ვადაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა შეეთანხმებინა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან ერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემის საკითხი.

 

2012 წლის 6 დეკემბერს, სასამართლო სხდომის გამართვამდე 20 წუთით ადრე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიაწოდა პასუხი ინსტიტუტს, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილ პუნქტზე ინფორმაცია დაცული არ იყო .

 

იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკურად და ფორმალურად ქმედების განხორციელება სახეზე იყო, ინსტიტუტის სარჩელი გამოხმობილ იქნა.

 

იხილეთ გაგზავნილი წერილი

 

იხილეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარი

 

იხილეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი ადმინისტრაციული სარჩელი

 

იხილეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი მოსაკრებლის გადახდის შემდეგ

 

იხილეთ ადმინისტრაციული სარჩელის ნაწილობრივი გამოთხოვნა

 

იხილეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი იგნორირებულ კითხვაზე

 

იხილეთ ადმინისტრაციული სარჩელის საბოლოო გამოთხოვნა

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024