აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის პლატფორმის chaerte.sca.ge პრეზენტაცია

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 8 აპრილი 2022

6 აპრილს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ მოქალაქეთა ჩართულობის ვებ-პლატფორმის chaerte.sca.ge პრეზენტაცია გამართა. ვებ-პლატფორმა უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე შეიქმნა და აერთიანებს რამდენიმე ციფრულ სერვისს.

 

chaerte.sca.ge-ს საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ პეტიცია უმაღლეს საბჭოში, განცხადებით მიმართონ უმაღლეს საბჭოს, გააკეთონ კომენტარი კანონპროექტზე, ჩანიშნონ შეხვედრა უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან, მოითხოვონ ელექტრონული საშვი ან სხდომაზე დასწრების უფლება, გაეცნონ უმაღლესი საბჭოსა და მისი ორგანოების ანგარიშებს და მიიღონ სხვა ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)აქტიურად იყო ჩართული ვებ-პლატფორმის შემუშავების პროცესში. პლატფორმა ციფრული სერვისებით წარმოადგენს ძალიან კარგ საშუალებას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

 

პრეზენტაცია გახსნეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ კატალინ გერმანმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. ვებ-პლატფორმის პრეზენტაციის შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მონაწილეებს საშუალება მიეცათ გამოეხატათ თავიანთი პოზიცია ახალ პლატფორმასთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილე პირებმა დადებითად შეაფასეს ვებ-პლატფორმის შექმნა და იმედი გამოთქვეს, რომ შემოთავაზებული ციფრული სერვისების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდება მოქალაქეებს, გააქტიურდება როგორც მათი მხრიდან ჩართულობა, ისე უმაღლესი საბჭოს მხრიდან გაიზრდება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ანგარიშვალდებულება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წარმომადგენლები, კერძოდ, ხოსე მარია მარინ, OGP Local-ის პროგრამის უფროსი ოფიცერი და პეტერ ვარგა, OGP-ის უფრო რეგიონული კოორდინატორი ევროპაში.

 

ვებ-პლატფორმა  საქართველოს საჯარო უწყებების ვებგვერდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტით არის ადაპტირებული და ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ვებგვერდზე განთავსებულია წამკითხველი პროგრამის საინსტალაციო ფაილი, რომლითაც შესაძლებელია ხმოვანი ვებგვერდით სარგებლობა.

 

Chaerte.sca.ge შეიქმნა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024