კვლევის პრეზენტაცია - საბჭოთა ტოტალიტარული ტოპონიმიკა საქართველოში

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 30 ივნისი 2021

21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ მე-6-ის სახელობის კორპუსში გაიმართა კვლევის -საბჭოთა ტოტალიტარული ტოპონიმიკა საქართველოში -პრეზენტაცია და დისკუსია.

 

საბჭოთა სახელწოდებების პრობლემატიკით მკვლევრები და საზოგადოებრივი აქტივისტები წლების მანძილზე არიან დაინტერესებულნი, თუმცა ქვეყნის სრული მასშტაბით კვლევა არ ჩატარებულა, შესაბამისად, აღნიშნული კვლევა წარმოადგენს პირველ კომპლექსურ დოკუმენტს ამ საკითხზე.

 

კვლევის ავტორები არიან IDFI აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი და  მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე. კონტრიბუტორები კი IDFI-ს თანამშრომლები: ლევან ავალიშვილი, მეგი ქარცივაძე, ნინო გოზალიშვილი და ნინო მერებაშვილი-ფიშერი. ტექსტი დაარედაქტირა ქეთევან ყანჩაშვილმა.

 

ანტონ ვაჭარაძემ წარადგინა კვლევა და ისაუბრა მეთოდოლოგიაზე, ტოპონიმიკის ცვლილებისა და ცვლილების მცდელობების ისტორიაზე საქართველოში, ამ კუთხით სამართლებრივ განზომილებაზე და გამოვლენილ ძირითად მიგნებებზე.

 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ:

 

- ცირა ელისაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი

- ლადო ვარდოსანიძე, არქიტექტორი, ურბანისტი

- მამუკა ბალიაშვილი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნოს უფროსი

 

ცირა ელისაშვილმა ისაუბრა კვლევის მნიშვნელობაზე დეკომუნიზაციის და, ზოგადად, დერუსიფიკაციის პროცესში. აღნიშნა მისი ორგანიზაციის „თბილისის ჰამქრის“ ინიციატივები, ერთი მხრივ, ქუჩების სახელწოდებების შეცვლასთან და, მეორე მხრივ, ისტორიული სახელწოდების შესახებ მემორიალური აბრების განთავსებაზე ყოველი ქუჩის დასაწყისში. ლადო ვარდოსანიძემ კვლევის ავტორებს მნიშვნელოვანი მითითებები მისცა, მათ შორის ურჩია შეეცვალათ სათაური და დაეზუსტებინათ კვლევაში გამოყენებული რამდენიმე ტერმინი. მამუკა ბალიაშვილმა კვლევის ავტორებს განუმარტა, რომ ზოგი სახელწოდება თბილისში უკვე აღარ ფიგურირებს, თუმცა, იქვე დასძინა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ რუკებზე და მონაცემთა ბაზებში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილი „ახალი საკადასტრო რუკა“, Google Maps, შპს „საქართველოს ფოსტის“ თბილისის მისამართების ბაზა) კვლავ ძველი სახელწოდებებია შემორჩენილი და ამით ხაზი გაუსვა კვლევაში დასმულ ერთ-ერთ პრობლემას - შეცვლილი მონაცემების ასახვა შესაბამის ხელმისაწვდომ ბაზებში დაგვიანებით ხდება. IDFI-მ გაითვალისწინა დისკუსიაში მონაწილეების მითითებები, რჩევები და კვლევის ნაწილები შესაბამისად შეცვალა.

 

პრეზენტაციას და დისკუსიას ასევე დაესწრნენ და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს მიხეილ ამაშუკელმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ და ოლივერ რაისნერმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს პროგრამის ევროპის კვლევებისა და კავკასიის კვლევების პროფესორმა.

 

კვლევის მიზანია - შეიმუშაოს რეკომენდაციები სახელწოდებების ცვლილებასთან დაკავშირებით/ აგრეთვე წაახალისოს საჯარო სივრცეში დისკუსია საბჭოთა, ტოტალიტარული სახელწოდებები აღმოსაფხვრელად და მათ ჩასანაცვლებლად.

 

იხილეთ კვლევა სრულად აქ.

 

 

ღონისძიება გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024