ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 24 მაისი 2022

2022 წლის 23 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) საერთო პროექტის, “DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა” ფარგლებში ონლაინ ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კვლევის პროცესში ჩართული რესპოდენტები და სხვა დაინტერესებული პირები როგორც საჯარო სექტორიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან. 

 

პრეზენტაციის პირველ ნაწილს უძღვებოდნენ კრისტინა მანდი და კრისტინა რეინსალუ ელექტრონული მმართველობის აკადემიიდან. მათ ისაუბრეს პროექტის ზოგად მიზნებსა და მეთოდოლოგიაზე.

 

პრეზენტაცია განაგრძო IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის / ინტერნეტი და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა და მსმენელებს გააცნო საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვა. რის შემდეგაც, IDFI-ის ანალიტიკოსმა, დავით ერისთავმა წარადგინა კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები. ღონისძიების განმავლობაში, ჯგუფური აქტივობის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები ცალკეული რეკომენდაციების თვალსაზრისით.

 

ღონისძიების დასკვნით ნაწილს გაუძღვა უკრაინელი მკვლევარი, რუსლანა რუდნიცკა, რომელმაც წარადგინა ციფრულ გამოწვევებზე უკრაინაში ჩატარებული მსგავსი კვლევის შედეგების პრეზენტაცია. დაბოლოს, მომხსენებლებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შემდგომ ნაბიჯებსა და აქტივობებზე.

 

პროექტ DRIVE-ის მიზანია უკრაინასა და საქართველოში მოწყვლად მოქალაქეთა ჯგუფებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, საჭირო პირობების შექმნით, ცნობიერების ამაღლებით და უნარ-ჩვევების განვითარებით, რათა მათ შეძლონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ციფრულად ჩართვა და ჰქონდეთ სერვისებზე ონლაინ წვდომა. IDFI-მ და eGA-მ ღონისძიება გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის მხარდაჭერით გამართეს.

 

/public/upload/Analysis/DRIVE_Georgia_report_DVG_2022.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024