IDFI-მ პროექტის „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | კორუფციასთან ბრძოლა | აქტუალური თემები | სტატია 20 ოქტომბერი 2020

20 ოქტომბერის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის - „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ პრეზენტაცია გამართა.

 

ღონისძიების მიზანი მონაწილეებისთვის პროექტის მთავარი აქტივობების, მიზნების და ახალი ინიციატივის მონიტორინგის მეთოდოლოგიის გაცნობა იყო.

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტების მენეჯერმა - ლევან ავალიშვილმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა და სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერმა - დომინიკა სკუბიდამ.

 

„პროექტის მიზანია პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ზომების ეფექტურობისა და პროპორციულობის გაზრდაში წვლილის შეტანა. ამ მიზნით, IDFI  დააკვირდება კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსებს, საჯარო შესყიდვებს, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულებას და StopCov ფონდის ხარჯვას. ასევე, IDFI განახორციელებს კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგი.“ - აღნიშნა ლევან ავალიშვილმა.

 

პროექტის მიზანია:

 

- გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ხარჯების და ანტიკრიზისული გეგმის შესრულების კუთხით, მონიტორინგის, ანგარიშვალდებულების, ცნობიერების ამაღლების და ადვოკატირების მეშვეობით.

 

- გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების სტანდარტები მონიტორინგის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მეშვეობით.

 

"ევროკავშირი Covid-19-ით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს კრიზისის დაწყების დღიდან ებრძვის, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. წარმატებებს ვუსურვებ IDFI-ს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებაში და მოვუწოდებთ ყველა უწყებას თანამშრომლობისთვის, რათა მივიღოთ საუკეთესო შედეგი.“ - აღნიშნა დომინიკა სკუბიდამ.

 

პროექტი 2020 წლის ივლისში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო და ერთი წელი გაგრძელდება.

 

/public/upload/Covid/Covid Onepager_GEO.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023