DRIVE-ის საპროექტო წინადადებების პრეზენტაცია საქართველოში ციფრულ გამოწვევებზე საპასუხოდ

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 28 ნოემბერი 2022

2022 წლის 24 ნოემბერს, IDFI-მ და ელექტრონული მმართველობის აკადემიამ (ესტონეთი) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ მომზადებული საპროექტო წინადადებების პრეზენტაცია გამართეს, რომლებიც საქართველოში ციფრული მოწყვლადობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

   

ღონისძიება ჩატარდა პროექტის - DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა - ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო დაწესებულებებისა და სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას ციფრულად მოწყვლადი ჯგუფებისა და მათი საჭიროებების შესახებ, რათა უკეთესად შეძლონ ამ ჯგუფებთან მუშაობა ციფრული უთანასწორობის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად.

 

ციფრული მოწყვლადობის ყოვლისმომცველი ანალიზისთვის “საქართველოში ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების შესახებ კვლევა და რეკომენდაციები” მომზადდა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საჯარო დაწესებულებებსა და დონორ ორგანიზაციებს წარედგინათ. გარდა ამისა, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საჯარო უწყებებისთვის, რომლის საფუძველზეც, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შემდგარმა რამდენიმე გუნდმა საპროექტო იდეებიც შეიმუშავა. საპროექტო წინადადებების მთავარ აქცენტს ციფრული მოწყვლადობის აღმოფხვრა და ზემოაღნიშნულ კვლევაში მოცემული რეკომენდაციების შესრულება წარმოადგენდა.

 

ციფრულ გამოწვევებზე საპასუხოდ შექმნილი საპროექტო იდეები წარმოადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაცია, მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია, ინოვაციური განათლების ფონდი / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), მწვანე ალტერნატივა, საფარი, ჩართე, ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია, მშობლები განათლებისთვის და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS). შერჩეული საპროექტო წინადადება ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს, რომელიც სამოქალაქო-ტექნიკური ინიციატივის, ან საპილოტე პროექტის სახით 2023 წლის ივლისამდე განხორციელდება.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024