პრეზენტაცია და პანელური დისკუსია - 30 კითხვა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | სტატია 28 აპრილი 2023

28 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დოკუმენტის „30 კითხვა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს“ პრეზენტაცია და პანელური დისკუსია გამართა.

 

დისკუსიის ფარგლებში IDFI-იმ ეროვნულ ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად განიხილა ქვეყნის ეკონომიკური დღის წესრიგის ყველაზე საჭირბოროტო კითხვები. განხილვის მიზანი იყო როგორც კითხვებზე პასუხის პოვნა, ისე ამ კითხვებზე დისკუსიის დაწყება.

 

კითხვები, რომელიც IDFI-ის მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან აქვს ეხება ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკურ მიმზიდველობას, ინვესტიციებს, პროდუქტიულობას,  ექსპორტის წახალისებას, დასაქმებას, განათლებას და საზოგადოდ ადამიანურ კაპიტალის განვითარებას.

 

კერძოდ, IDFI-ის აინტერესებს თუ

 

-  რატომ გადაინაცვლა ქვეყანამ 2023 წ. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 35-ე ადგილზე 2012 წელს 21-ე ადგილიდან?

 

-  როგორ მივაღწევთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას შრომის პროდუქტიულობის გაზრდის გარეშე?

 

-  რატომ ვხარჯავთ კვლევასა და განვითარებაზე 2023 წელს მშპ-ს 0.17%-ს მაშინ როცა OECD-ის და EU-27 საშუალო 2.3% და 1.9%-ია? 

 

-  რატომაა არაფორმალური ეკონომიკის მაღალი დონე საქართველოში, კარგი ბიზნეს გარემოს და კორუფციის აღქმის შედარებით დაბალი დონის მიუხედავად? (2021 წელს საქართველოს არაფორმალური ეკონომიკის ზომა შეფასებულია 46.2%-ად, რაც დაახლოებით $29 მილიარდს შეადგენს  მშპ PPP დონეზე)

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, მიხეილ კუკავამ.

 

„ჩვენ ძალიან გვჭირდება დისკუსია ამ 30 კითხვის გარშემო. ამსაჭირბოროტო საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა ქვეყანას ძალიან დაეხმარება ყინულის დაძვრაში“ - აღნიშნა მიხეილ კუკავამ.

 

პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა, მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა, მარიამ დოლიძემ, „ფორმულას" ბიზნესის რედაქციის მთავარმა რედაქტორმა, ანნა ცხოვრებოვამ და გალტ & თაგარტის მაკროეკონომიკური ანალიზის და პროგნოზირების უფროსმა, ლაშა ქავთარაძემ.

 

IDFI იმედს იტოვებს, რომ დოკუმენტში აღნიშნულ კითხვებზე დისკუსია გაგრძელდება და მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან პასუხებსაც მიიღებს.

 

/public/upload/Analysis/30 questions geo .pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024