პროექტი „საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი“ღია საზოგადების ფონდების (OSF), ფონდ ღია საზოგადება საქართველოსა (OSGF) და ეროვნული უსაფრთხოების არქივის (NSA) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მის ფარგლებში ჩატარდა საქართველოს 104 საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდის მონიტორინგი.
კვლევის შედეგების მიხედვით: საჯარო დაწესებულებათა ვებ-გვერდების ინფორმაციული გამჭვირვალობის საშუალო ხარისხი 13.91%-ია, ხოლო ტექნიკური გამართულობის საშუალო ხარისხი -39.7 %შესაბამისად, დაბალია ვებ-გვერდების საშუალო ჯამური რეიტინგიც- 26.85%
ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლებიდან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოში დღესდღეობით საჯარო დაწესებულებათა მხრიდან მეტი ყურადღება ექცევა თავიანთ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას, არამედ ვებ-გვერდების ტექნიკური ხასიათის საკითხების მოწესრიგებას.
104 საჯარო დაწესებულების ოფიციალური ვებ-გვერდის კვლევამ ცხადყო, რომ:
(ინფორმაცია ხელმძღვანელობის შესახებ, საერთო საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია ზემდგომი ორგანოს შესახებ, დეტალური საქმიანობის ისტორია, მმართველობის სფეროს და ფუნქციების აღწერა);
(ხელმძღვანელ პირთა მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცნობები, დაწესებულების საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ხასიათის მიმოხილვები, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები, სტაჟირებისა და ტრენინგების შესახებ ინფორმაცია და ა.შ. ).
(სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ ინფორმაცია; ბიუჯეტში ასახული შემოსავლებისა და გასავლების შესახებ ინფორმაცია; კონკრეტულ საშტატო ერთეულზე განსაზღვრული ფინანსური განაკვეთები; დაწესებულების სრული სისტემის თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, დანამატების და დარიცხული პრემიების წლიური ოდენობების შესახებ ინფორმაცია, პროექტებისა და პროგრამების ხარჯთაღრიცხვა, დაწესებულებისათვის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ოდენობის შესახებ ინფორმაცია და ა.შ.).
(სატენდერო განცხადებები, განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისა და განხორციელებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების ამომწურავი ჩამონათვალი, გაფორმებულ ხელშეკრულებათა ჩამონათვალი და პირობები და ა.შ.);
(საჯარო დაწესებულებაში ვაკანტურ თანამდებობათა ჩამონათვალი, ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამონათვალი, თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესი, თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების წაყენების, მათი ადმინისტრაციული წარმოების გზით გასაჩივრების წესის აღწერა და ა.შ.);
ჩატარებული კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ გასულ წლებში ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების ანალოგიურად, საქართველოს ოფიციალური ინტერნეტ სივრცის გამჭვირვალობა კვლავ არ ეხმიანება საზოგადოების ძირითად მოლოდინებსა და ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტებს.
საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი - ანგარიში 2012