პროექტის „საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება“ ანგარიშის პრეზენტაცია

სიახლეები 26 ოქტომბერი 2012

25 ოქტომბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“  სასამართლო სისტემის ელექტრონული რესურსების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.


პროექტის „საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება“ ფარგლებში განხორციელდა 16 სასამართლო დაწესებულების ოფიციალური ვებ-გვერდის მონიტორინგი, შეფასდა მათი ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ტექნიკური გამართულობის ხარისხი. პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ (http://www.idfi.ge/?cat=georgian_courts&lang=ka).

ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომდენლებს  პროექტის დეტალური ანგარიში გააცნო და ისაუბრა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.  


ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორმა ქეთევან ვაშაკიძემ თავის გამოსვლაში  ხაზი  გაუსვა საქართველოში სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდის, ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშეწყობის და მოქალაქეებისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას.


ღონისძიებაზე შედგა  სასამართლო სტატისტიკის ელექტრონული მოდულის პრეზენტაცია, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ინსტიტუტის პროექტის ჯგუფმა შექმნა.  ელექტრონული მოდული საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაციის რესურსია. სტატისტიკური და დინამიური მონაცემები კატეგორიების მიხედვით, ვიზუალურადაა წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს ინფორმაციის მოძიებას და მონაცემების ურთიერთშედარებას უადვილებს. აღნიშნული სასამართლო სტატისტიკის ელექტრონული მოდული უკვე  ხელმისაწვდომია  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.supremecourt.ge.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სასამართლო უწყებების წარმომადგენლებმა აღნიშნეს პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის და  კიდევ ერთხელ  გამოთქვეს  მზადყოფნა თანამშრომლობისათვის.
                                                   
                                                                                    ###

პროექტი ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024