პროექტის - ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო - შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია

სიახლეები 13 იანვარი 2016

2016 წლის 15 ინავარს 11:00-ზე სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გამართავს USAID-ის პროგრამა - “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში" დაფინანსებული პროექტის „ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო“ შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კვლევის „ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოში“ შედეგები, რომელიც ეფუძნება IDFI-ის მიერ 106 საჯარო დაწესებულების მონაცემთა ბაზების, რეესტრებისა და ელექტრონული რესურსების მონიტორინგს.


კვლევაში განხილულია საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. კერძოდ, წარმოდგენილია საჯარო დაწესებულებების მიერ ღია მონაცემების პორტალზე ინფორმაციის განთავსების პრაქტიკის და რეალურად, სახელმწიფო უწყებებში არსებული რესურსის შედარებითი ანალიზი. გამოვლენილია საქართველოში ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები.


ღონისძიებაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით IDFI_ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელშიც 400-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა მიიღო მონაწილეობა.


საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით IDFI-ის მიერ შესაბამისი უწყებებისათვის შემუშავებულია რეკომენდაციები, რომლებიც ეფუძნება საზღვარგარეთის საუკეთესო პრაქტიკას, კვლევის მიხედვით გამოვლენილ ხარვეზებს და მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024