2006-2013 წლის ჯანდაცვის რეფორმის ფინანსური გავლენის პროგნოზი კერძო სადაზღვევო კომპანიებზე - „ალდაგი-ბისიაი“-ს შემთხვევა

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 25 თებერვალი 2014
ავტორი: გიორგი ხიშტოვანი
 
 
2006 წლიდან საქართველოს მთავრობა ჯანდაცვის სექტორში ფართომასშტაბიან რეფორმას ახორციელებს. 2008-2013 წლების პერიოდში რეფორმის არსებით სიახლეს მასში სადაზღვევო სექტორის აქტიური მონაწილეობა წარმოადგენდა. სადაზღვევო კომპანიები ჩართული იყვნენ როგორც სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, ასევე ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტში. 2013 წლის თებერვლიდან საქართველოს მთავრობამ, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ სახით, უნივერსალურ ჯანდაცვის სისტემაზე გადასვლის პროცესის ე.წ. პირველი ეტაპი დაიწყო. 2015 წლიდან ახალი პროგრამის მართვას სახელმწიფო, სადაზღვევო კომპანიების ჩარევის გარეშე, სოციალური მომსახურების სააგენტოს საშუალებით აპირებს (გოგოლაშვილი, 2014). წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ინიცირებული ჯანდაცვის ახალი პოლიტიკის ფინანსური შედეგების პროგნოზირება და შედეგად, მისი სავარაუდო გავლენის დადგენა სადაზღვევო კომპანიების გრძელვადიან ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
 
წინამდებარე კვლევის ფარგლებში შეფასებულია ქართული სადაზღვევო კომპანიის („ალდაგი-ბისიაი“) ეკონომიკური ღირებულება სპეციფიკურ ინსტიტუციონალურ გარემოში. კვლევა ჩატარდა ე.წ. „Case Study“-ს მეთოდის გამოყენებით. კვლევის ფარგლებში, 2006-2012 წლების რეფორმის ბენეფიციარის, „ალდაგი-ბისიაი“-ს მაგალითზე განხორციელდა იმის პროგნოზი, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რეფორმაში აქტიურად მონაწილე სადაზღვევო სექტორზე ქართულ სპეციფიკურ ინსტიტუციურ გარემოში 2012 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგ დაგეგმილმა სახელმწიფო დაზღვევის ახალმა პროგრამამ. სახელმწიფო დაზღვევის მოდელის ცვლილების გავლენის დადგენა, „ალდაგი-ბისიაი“-ს ეკონომიკური ღირებულების განვითარების დინამიკის გაანგარიშების საშუალებით განხორციელდა. „ალდაგი-ბისიაი“-ს ეკონომიკური ღირებულების გაანგარიშებისათვის გამოყენებულია ე.წ. „Residual Income Model“-ი (RIM). 
 
ამასთანავე, კვლევაში თავმოყრილია სადაზღვევო სექტორში სახელმწიფოს მონაწილეობისა და 2006-2012 წლებში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების პროცესში აქტიურად მონაწილე სადაზღვევო კომპანიების ფინანსური სტატისტიკა და წარმოდგენილია არსებული მონაცემების ეკონომიკური ანალიზი.
 
სტატიის დარჩენილი ნაწილის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: სტატიის მეორე თავში წარმოდგენილია საქართველოში ჯანდაცვის რეფორმაში არსებული მდგომარეობისა და ამ რეფორმის შესახებ ლიტერატურის მიმოხილვა. მესამე თავში აღწერილია ინსტიტუციური გარემო, რომლის ფარგლებშიც ხორციელდებოდა ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში. მეოთხე თავის პირველ ნაწილში მოყვანილია აღწერითი სტატისტიკა სადაზღვევო სექტორში სახელმწიფოს მონაწილეობის, სექტორისათვის სამედიცინო დაზღვევის მნიშვნელობისა და მთლიანად სექტორისა და მისი სახელმწიფო პროგრამებში ჩართული მოთამაშეების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ; მეორე ნაწილში წარმოდგენილია სადაზღვევო კომპანიების შეფასების ძირითადი პრინციპები, ჩემ მიერ გამოყენებული შეფასების მეთოდი და რეფორმის განვითარების სცენარებზე მორგებული შეფასების სავარაუდო პარამეტრები. მეხუთე თავში წარმოდგენილია კვლევის შედეგები, ხოლო სტატია დასრულდება მეექვსე თავით, რომელშიც წარმოდგენილია დასკვნა. 
 
წინამდებარე კვლევის ფარგლებში შეფასებულია ქართული სადაზღვევო კომპანიის („ალდაგი-ბისიაი“) ეკონომიკური ღირებულება სპეციფიკურ ინსტიტუციონალურ გარემოში. კვლევა ჩატარდა ე.წ. „ჩასე შტუდყ“-ს მეთოდის გამოყენებით. კვლევის ფარგლებში, 2006-2012 წლების რეფორმის ბენეფიციარის, „ალდაგი-ბისიაი“-ს მაგალითზე განხორციელდა იმის პროგნოზი, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რეფორმაში აქტიურად მონაწილე სადაზღვევო სექტორზე ქართულ სპეციფიკურ ინსტიტუციურ გარემოში 2012 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგ დაგეგმილმა სახელმწიფო დაზღვევის ახალმა პროგრამამ. სახელმწიფო დაზღვევის მოდელის ცვლილების გავლენის დადგენა, „ალდაგი-ბისიაი“-ს ეკონომიკური ღირებულების განვითარების დინამიკის გაანგარიშების საშუალებით განხორციელდა. „ალდაგი-ბისიაი“-ს ეკონომიკური ღირებულების გაანგარიშებისათვის გამოყენებულია ე.წ. „ღესიდუალ Iნცომე Mოდელ“-ი (ღIM). 
 
ამასთანავე, კვლევაში თავმოყრილია სადაზღვევო სექტორში სახელმწიფოს მონაწილეობისა და 2006-2012 წლებში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების პროცესში აქტიურად მონაწილე სადაზღვევო კომპანიების ფინანსური სტატისტიკა და წარმოდგენილია არსებული მონაცემების ეკონომიკური ანალიზი.
 
სტატიის დარჩენილი ნაწილის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: სტატიის მეორე თავში წარმოდგენილია საქართველოში ჯანდაცვის რეფორმაში არსებული მდგომარეობისა და ამ რეფორმის შესახებ ლიტერატურის მიმოხილვა. მესამე თავში აღწერილია ინსტიტუციური გარემო, რომლის ფარგლებშიც ხორციელდებოდა ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში. მეოთხე თავის პირველ ნაწილში მოყვანილია აღწერითი სტატისტიკა სადაზღვევო სექტორში სახელმწიფოს მონაწილეობის, სექტორისათვის სამედიცინო დაზღვევის მნიშვნელობისა და მთლიანად სექტორისა და მისი სახელმწიფო პროგრამებში ჩართული მოთამაშეების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ; მეორე ნაწილში წარმოდგენილია სადაზღვევო კომპანიების შეფასების ძირითადი პრინციპები, ჩემ მიერ გამოყენებული შეფასების მეთოდი და რეფორმის განვითარების სცენარებზე მორგებული შეფასების სავარაუდო პარამეტრები. მეხუთე თავში წარმოდგენილია კვლევის შედეგები, ხოლო სტატია დასრულდება მეექვსე თავით, რომელშიც წარმოდგენილია დასკვნა. 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024