პრაქტიკული სახელმძღვანელო მონაცემთა ჟურნალისტებისთვის

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სახელმძღვანელო 9 ივლისი 2019

მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდამ და ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ ჟურნალისტებს მისცა საშუალება ჩაუღრმავდნენ ცალკეულ საკითხებს და გამოიყენონ სხვადასხვა აპლიკაციები თუ პროგრამები ზღვა მასალის გასაანალიზებლად და ძირითადი მიგნებების უკეთ წარმოსაჩენად. თუმცა, ეს ახალი შესაძლებლობები დაკავშირებულია დამატებით გამოწვევებთან, მონაცემების მოპოვებისა თუ დამუშავებისთვის ახალი უნარების და მეტი დროის აუცილებლობასთან. ამის გამო, ამ ტიპის ჟურნალისტიკას ხშირად მონაცემთა ან საგამოძიებო ჟურნალისტიკას უწოდებენ.

 

მონაცემთა ჟურნალისტის მიზანია არა უბრალოდ ფაქტების აღწერა ან მიმოხილვა, არამედ მათი გამომწვევი მიზეზების კვლევა/განსაზღვრა და, ხშირ შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების ძიება. შესაბამისად, შეიძლება გამოიყოს საგამოძიებო ჟურნალისტიკის რამდენიმე თავისებურება:

 

- გამომძიებელი ჟურნალისტი ეძებს ახალ ინფორმაციას ან საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის ურთიერთდაკავშირებით ავლენს ახალ გარემოებებს;


- ჟურნალისტი ინფორმაციას აგროვებს სხვადასხვა წყაროდან და მათ დასამუშავებლად იყენებს განსხვავებულ მეთოდებსა თუ ტექნოლოგიებს;

 

- სიღრმისეულად სწავლობს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხს;

 

- საკითხის შესწავლისას, ცალკეული ინდივიდების ბრალეულობის მიღმა, ეძებს ასევე სისტემურ მიზეზებსა და პროცესებს, რომელთა ხარვეზების გამოც მოხდა კონკრეტული დარღვევა;

 

- საკითხის ყოვლისმომცველი შესწავლით, სააშკარაოზე გამოაქვს დამალული ფაქტები და საიდუმლოებები;

 

- სრულყოფილად გადმოსცემს კონტექსტს და ფაქტებთან ერთად ხსნის მათ გამომწვევ მიზეზებს.

 

ბოლო წლებში საქართველოში მრავალი სამთავრობო პორტალი და ვებგვერდი შეიქმნა, რომელზეც გარკეული სიხშირით იდება ინფორმაცია საჯარო პოლიტიკის საკითხებზე. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ოფიციალურ მონაცემებსა თუ ვებგვერდებზე დაყრდნობით შექმნეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ცალკეული საჯარო დაწესებულებებისა თუ მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობის მონიტორინგის ეფექტურ საშუალებას იძლევა.

 

წინამდებარე სახელმძღვანლოში განვიხილავთ რამდენიმე მათგანს და შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ რას უნდა დააკვირდეთ ამ ვებგვერდებზე ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმებისას. გზამკვლევი იწყება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების შესახებ საჭირო ინფორმაციით. ამას მოსდევს საჯარო ფინანსების განკარგვის მონიტორინგისთვის სასარგებლო სხვა ელექტრონული რესურსებისა და მექანიზმების მიმოხილვა.

 

სახელმძღვანელო მომზადებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის Luminate-ის მხარდაჭერით.

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024