მრგვალი მაგიდა „ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 ოქტომბერი 2013

 2013 წლის 1 ოქტომბერს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინიცირებით  მრგვალი მაგიდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში  ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ორგანიზებით სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. მრგვალი მაგიდის მიზანს „ღია მმართველობის პარტნიორობა  საქართველოს“ 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასება და  2014-2015 წლების სამომავლო ხედვის განხილვა წარმოადგენდა.

 შეხვედრის მონაწილეებს, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ და USAID-ის  დემოკრატიული მმართველობის პროგრამის G-3 დირექტორმა მარის მიკელსონსმა მიმართეს.

 მრგავლ მაგიდაზე 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშები იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საჯარო სამსახურის ბიუროს, კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს, საქართველოს მთავარი  პროკურატურის, შსს სამინისტროს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურმა პირებმა  წარმოადგინეს. სახელმწიფო უწყებებს საშუალება მიეცათ მოესმინათ ასევე, IDFI-ის დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის მიერ წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებები 2012-2013 წწ. სამოქმედო გეგმის შესრულებასთან მიმართებაში. 

შეხვედრის მეორე ნაწილში,  იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ განახლებული სამოქმედო გეგმის 2014- 2015 წლების  - განახლებული პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინა,  ასევე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა მონაწილეებს სამოქალაქო სექტორის წინადადებები და მოსაზრებები გააცნო.

ღონისძიების ფორმატის შესაბამისად. მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ანგარიშების შესაბამისად მიმდინარე პროცესები და სამომავლო მექანიზმები, რაც უფრო დახვეწავს და ეფექტურის გახდის საერთაშორისო ინციიატივის ფარგლებში და საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებბების შესრულებას.

შეხვედრის დასასრულს,  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანმა, რუსუდან მიხელიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარმოუდგინა ინფორმაცია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწიული სამიტისა და შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის შესახებ.         

საქართველო, აშშ-ის და ბრაზილიის პრეზიდენტების მიერ ინიცირებულ „ღია მმართველობის პროგრამას“  2011 წელს შეუერთდა,  რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა დ ეფექტიანობის ხელშეწყობას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024