შეხვედრა მედიასთან: მდგრადი განვითარების მიზნები-გლობალური და საქართველოს დღის წესრიგი
შვედეთის საელჩოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჟურნალისტებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი, მედიის წარმომადგენლებისთვის მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნის და 2030 წლამდე ამ მიზნების განხორციელებისთვის საქართველოს გეგმის გაცნობა იყო.
ეხვედრა მედიასთან წინ უძღვის საერთაშორისო ფორუმს SDG16+, რომელსაც საქართველო 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე უმასპინძლებს და რომელსაც მსოფლიოს 20 ქვეყნის 120 წარმომადგენელი დაესწრება.