საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. გეგმა მომზადდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და IDFI-სთან თანამშრომლობით.
გეგმა ღია მმართველობის პარტნიორობის ხუთი ძირითადი პრინციპის (მოქალაქეთა ჩართულობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პარლამენტის ანგარიშვალდებულება და საქმიანობის გამჭვირვალობა, ტექნოლოგიები და ინოვაციები) მიხედვით შექმნილ 28 ვალდებულებას მოიცავს რაც საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს.