საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვა
IDFI-ის ორგანიზებით 14 მარტს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა განიხილეს საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციების მიერ მომზადებულ რეკომენდაციები საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. გეგმის მიზანია საქართველოს პარლამენტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, საკანონმდებლო პროცესში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა და მოქალაქეთა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა.