ინტელექტუალურ თამაშში პარლამენტის შესახებ 18 უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ
საქართველოს 18 უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.“ პირველი ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ხოლო მესამე კი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა.