ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ
IDFI-იმ, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა (MSDC) რეგიონული ორგანიზაციებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგი მიზნად ისახავდა პარტნიორი რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგნელებისთვის ინდექსის შეფასების მეთოდოლოგიის გაცნობას. მომავალში მათ ამ მეთოდოლოგიით მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები უნდა შეაფასონ.