IDFI-იმ კვლევის „ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა“ პრეზენტაცია გამართა და ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
IDFI-იმ ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კვლევა გაასაჯაროვა, რომელიც საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებს მოიცავს. პრეზენტაციას საჯარო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იოჰანეს დაუმამ ანალიტიკური სტატიების კონკურსის - მონაცემები ცვლილებებისთის- გამარჯვებული კონკურსანტები დააჯილდოვა.