სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოში - პროექტის შედეგების პრეზენტაცია
IDFI-მ პროექტის „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ დასკვნით პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე IDFI-ის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგები და მომზადებული წინადადებები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის (კანადა) აღმასრულებელმა დირექტორმა ტობი მენდელმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული საუკეთესო პრაქტიკა.