IDFI-იმ ევროკავშირის დახმარებით ახალი პროექტი დაიწყო
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი ორწლიანი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებას; ასევე პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდას და სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორს, მედიასა და საზოგადოებას შორის სისტემაში მიმდინარე ძირითად რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის პრაქტიკის გაუმჯობესებას.
პროექტი “პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით” (PrIME) ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.