საქართველოს პარლამენტმა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2017 წლის შედეგები შეაჯამა
საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 24 ვალდებულებიდან 13 სრულად, ხოლო 11 კი ნაწილობრივ შეასრულა. 2017 წლის მიღწევებს შორისაა პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის ინიცირება და ელექტრონული პეტიციების სისტემის ამოქმედება. ღია პარლამენტის ვალდებულებების შესრულება 2018 წელს გაგრძელდება.
ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა 5 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე შედგა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.