საჯარო მმართველობის რეფორმის როლი გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებაში
რა არის საჯარო მმართველობის რეფორმის როლი გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებაში? ამ თემას ეხებოდა დღეს გამართული დისკუსია, რომელსაც 70-მდე სამთავრობო და არასამთავრობო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი ესწრებოდა.
მონაწილეებმა ისაუბრეს საჯარო სექტორში ადამიანური რესურსები მართვაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და კარგი მმართველობის გაძლიერებაზე.
დისკუსია ორგანიზებული იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.