დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 22 აპრილი 2019

„რუსთავი 2-ზე“ გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში“, რომელიც 2011 წელს მთავრობის მიერ მფლობელებისთვის „კონსტანტა ბანკის“ ჩამორთმევის მცდელობას ეხებოდა. ფილმი პროკურორებისა და მოსამართლეების მიერ გარკვეულ გადაცდომებზე მიანიშნებდა.

 

„CRRC-საქართველომ“ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა, იმის შესასწავლად, რამდენად ნახა საზოგადოებამ ეს ფილმი და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ფილმისა და მასში წამოწეული თემების მიმართ. გამოკითხვის ძირითადი საკითხები იყო:

 

- რამდენად იცოდა მოსახლეობამ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შესახებ, რომელიც შეიქმნა სწორედ ამ საგამოძიებო ჟურნალისტურ ფილმში ასახულ პრობლემატურ საკითხებზე სამუშაოდ;

 

- რამდენად მოელოდა მოსახლეობა პროკურატურის მიერ სამართალწარმოების მონაწილე პირების ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის ეფექტურად განხორციელებას;

 

- გამოკითხულთა აზრით, რამდენად ხშირი იყო საქართველოში მოსამართლეების გარიგება ხელისუფლების წარმომადგენლებთან მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად

 

- და თუ გაიხსენებდნენ ბოლო პერიოდის რომელიმე კონკრეტულ საქმეს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კერძო პირებისთვის ქონების ჩამორთმევას ეხებოდა.

 

გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“  ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, CRRC-საქართველოსა (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი (EU). ამ ბლოგში წარმოდგენილი მოსაზრებები CRRC-საქართველოს პასუხისმგებლობაა და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის, IDFI-სა და სტუდია მონიტორის შეხედულებებს.

 

/public/upload/IDFI_2019/PrIME/IDFI_Phone_survey_blog_Studio_Monitori 2_survey2.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024