TOL - Transitions Online
TOL - Transitions Online არის არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია ჩეხეთში, რომელიც მუშაობს მედიის თავისუფლების განვითარებისა და ჟურნალისტური სტანდარტების ამაღლების მიმართულებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში 1999 წლიდან.
https://tol.org
Strategic Analysis Think Tank
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სლოვაკეთის დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიისა და ანალიტიკური ცენტრის - Strategic Analysis-ის ადგილობრივი პარტნიორი გახდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს პარტნიორობის მემორანდუმს და გამოთქვეს სურვილი ერთობლივად იმუშაონ მომავალ პროექტებზე ევროპის მეზობელ ქვეყნებსა და სამხრეთ კავკასიასთან. სტრატეგიული ანალიზის გუნდი ითვლის რეგიონში მუშაობის ათ წელზე მეტი ხნის გამოცდილებას.
https://www.strategicanalysis.sk/
ჩეხეთის ტრანსფორმაციული თანამშრომლობის პროგრამა
ჩეხეთის ტრანსფორმაციული თანამშრომლობის პროგრამა არის ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დემოკრატიის ხელშეწყობის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დაარსდა 2005 წელს. პროგრამა მიზნად ისახავს ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გამოყენებით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერას, ქვეყნის სოციალური განვითარებისა და დემოკრატიზაციის სფეროში.
https://www.mzv.cz/jnp/en/index.html
Open Contracting Partnership
Open Contracting Partnership არის 50-ზე მეტ ქვეყანაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია სახელმწიფო კონტრაქტირების გარდაქმნა სახელმწიფო ხარჯების ღიად და ეფექტურად განკარგვის მიზნით.
https://www.open-contracting.org/
საზოგადოება “საერთაშორისო მემორიალი”
საერთაშორისო მემორიალი 1992 წელს დაარსდა. აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი იყო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი საპატიო თავმჯდომარე. ორგანიზაცია ახორციელებს პოლიტიკური რეპრესიების შესწავლას ყოფილ საბჭოთა კავშირსა და თანამედროვე რუსეთში, ხელს უწყობს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მორალურ და იურიდიულ რეაბილიტაციას. 2022 წელს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ საერთაშორისო მემორიალის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. 2022 წლის 7 ოქტომბერს, ნობელის კომიტეტმა მემორიალი მშვიდობის პრემიით დააჯილდოვა.
https://www.memo.ru/en-us/
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) არქივი
შსს არქივი აერთიანებს ყოფილი სახემწიფო უშიშროების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივებს. "სტალინური სიები საქართველოდან" საქართველოში პირველი ელექტრონულ მონაცემთა ბაზაა, რომელიც 1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს შეიცავს. პროექტი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელა.
archive.mia.gov.ge/
უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესწავლის ცენტრი
უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესწავლის ცენტრი 2002 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც შეისწავლის მე-20 საუკუნის უკრაინის განმათავისუფლებელ მოძრაობებს, იკვლევს მეხსიერებასა და ტოტალიტარული წარსულის შედეგების დაძლევის პროცესებს ყოფილი საბჭოთა კავშირსა და სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში. ცენტრის მისიაა წარსული ხელმისაწვდომი გახადოს.
https://uareforms.org/en/orgs/Liberation-movement-center
პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი (IPN)
ინსტიტუტი 1998 წელს, პოლონეთის ხელისუფლების მიერ შეიქმნა. ორგანიზაცია შეისწავლის ტოტალიტარიზმს, ნაცისტურ და კომუნისტურ რეჟმებს, განსაზღვრავს რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი დახვრეტისა და დამარხვის ადგილმდებარეობას და ახორციელებს საარქივო კვლევებს. 2022 წელს, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის 6 არქეოლოგის დახმარებით, რომლებიც საქართველოში IDFI-ს მოწვევით ჩამოვიდნენ, აჭარაში დამუშავდა აღმოჩენილი “დიდი ტერორის” მსხვერპლთა მასობრივი სამარხი.
https://ipn.gov.pl/en
საგამოძიებო მედია ლაბი საქართველო
2022 წლის 2 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის (UG) საგამოძიებო მედია ლაბის პრეზენტაცია გაიმართა. მედია ლაბი აერთიანებს პრაქტიკულ კურსებს, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ისწავლება. ლაბორატორია სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს აკადემიურ კურსებსა და მოკლევადიან საგამოძიებო პრაქტიკულ პროექტებს, ასევე საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს საგამოძიებო ჟურნალისტიკასა და ღია წყაროებით გამოძიების მეთოდების შესახებ. IDFI აქტიურად ითანამშრომლებს საგამოძიებო მედია ლაბთან, ხოლო მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე და ანალიტიკოსი, ნინო გოზალიშვილი მედია ლაბის მოწვეული ლექტორები იქნებიან. მათ მიერ მომზადებული საგნები ინტეგრირდება მედია ლაბის პროგრამაში.
https://medialab.ug.edu.ge/index.php
საქართველოს უნივერსიტეტი
2021 წლის 10 ივნისს, IDFI-სა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება, დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ აკადემიური კურსების ერთობლივი შემუშავება და მისი შეთავაზება საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფარგლებში. აღნიშნული მიმართულების გავრცობა და მუდმივი განვითარება. გარდა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა, მემორანდუმით გათვალისწინებული აკადემიური კურსები ხელმისაწვდომი იქნება სხვა უნივერსიტეტების სტუდენტთა, საჯარო მოხელეთა, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენელთათვის, რომლებიც შეირჩევიან სპეციალური კონკურსის შედეგად. აკადემიური კურსები წარიმართება საქართველოს უნივერსიტეტში, დისტანციურ რეჟიმში ან შერეული სწავლის ფორმატით.
https://ug.edu.ge/public/
e-Governance Academy
ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) არის არაკომერციული ფონდი: ესტონეთის მთავრობის, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა (OSI) და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა. eGA საჯარო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციის მიღწევაში ეხმარება.
https://ega.ee/
K-Monitor Public Benefit Association
K-Monitor არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც საზოგადოების მშენებლობის, ადვოკატირებისა და კვლევების განხორციელების გზით მხარს უჭერს კორუფციასთან მებრძოლ ინსტიტუტებს, ჟურნალისტებსა და ინდივიდუალურ პირებს.
https://k-monitor.hu/home
ePaństwo Foundation
ePaństwo Foundation არის მიუკერძოებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიის განვითარებას მთავრობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლების გზით. ორგანიზაცია მუშაობს რიგით მოქალაქეებთან, აქტივისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საჯარო დაწესებულებებთან, იკვლევს მათი გამართული მუშაობისთვის საჭირო გამჭვირვალობის საკითხებს და აწვდის შესაბამის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.
https://mojepanstwo.pl/
DigitalSecurityLab
ციფრული უსაფრთხოების ლაბორატორია არის არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ციფრულ უსაფრთხოებასა და ინტერნეტის თავისუფლებაზე. ორგანიზაცია ეხმარება უკრაინელ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოფხვრაში, ანგარიშებისა და ელექტრონული მოწყობილობების დაცვაში, ციფრული უსაფრთხოების შესახებ კონსულტაციებისა და აუდიტის ჩატარების, ასევე ტრენინგებისა და ვებინარების გამართვის გზით.
https://dslua.org/
Iniciativa Latinoamericana por los Datos Abiertos (ILDA)
ლათინურ ამერიკაში ღია მონაცემების გამოყენების წახალისების მიზნით, ILDA, 2012 წელს, კვლევითი პროექტის სახით დაარსდა. როგორც ორგანიზაციამ ოპერირება 2018 წელს განაგრძო და მას შემდეგ, ღიაობის, საჯარო მონაცემების გამოყენებისა და ლათინურ ამერიკაში არსებული თემის აქტიური ჩართულობის გზით ხელს უწყობს ინკლუზიურ განვითარებას, საზოგადოებრივ და სოციალურ ინოვაციებს, ასევე ახდენს ღია ცოდნის პოპულარიზებას.
https://idatosabiertos.org/en/
KohoVolit.eu
KohoVolit.eu არის სამოქალაქო ასოციაცია, რომლის მთავარი მიზანიც დემოკრატიის მხარდაჭერაა, რაც ვებგვერდის KohoVolit.eu ფუნქციონირებისა და პროექტების შემუშავების გზით ხორციელდება. KohoVolit.eu ცდილობს აამაღლოს მოქალაქეთა ცნობიერება, გააძლიეროს არჩეულ წარმომადგენელთა ზედამხედველობა და თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით გაზარდოს მონაცემთა ღიაობა.
https://kohovolit.eu/
Post Bellum
Post Bellum 2001 წელს, ჟურნალისტებისა და ისტორიკოსების მიერ ჩეხეთში დაფუძნებული არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც დოკუმენტურად ასახავს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების მოწმეების მოგონებებს და ცდილობს ამ ამბების ფართო საზოგადოებაში გავრცელებას. ორგანიზაცია თვლის, რომ მოწმეებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი ამბების მოყოლის შესაძლებლობა და რომ ეს ისტორიები ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს - სწორედ ამ ხედვით შეიქმნა Post Bellum.
https://www.postbellum.cz
იულიუშ მიეროშევსკის დიალოგის ცენტრი
მიეროშევსკის ცენტრის მისია იმ საქმიანობის ინიცირება, მხარდაჭერა და გატარებაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ხალხებთან, განსაკუთრებით კი უკრაინელებთან, ბელორუსებთან, ქართველებთან და მოლდოველებთანაა დაკავშირებული. რუსეთის მიერ საზღვრების ცვლილებებისა და რეგიონული ჰეგემონიის აღდგენის მცდელობების წინააღმდეგ, ცენტრი მათ საკუთარი დამოუკიდებლობის განმტკიცებაში დაეხმარება. ასევე, წაახალისებს პროცესებს, რომლებიც ამ ქვეყნებს ხელს შეუწყობს სრულყოფილი დემოკრატიების მშენებლობაში, დააახლოებს მათ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან და გააღრმავებს მათ კავშირებს პოლონეთთან.
https://mieroszewski.pl