საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილეს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 9 მაისი 2016

5 მაისს სასტუმრო ,,ლოპოტა ლეიქ, სპა & რესორთ“-ში გაიმართა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის (2015-2016) ვალდებულებების შესრულებისთვის პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებების პროექტებზე.


შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები - საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ გუგული მაღრაძემ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა, საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარემ გიორგი კლდიაშვილმა. მათ ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მიღწევებზე ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership, OGP) ფარგლებში. 4 მაისს საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ასევე, აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეგლამენტის ცვლილებების პროექტების დამუშავება და წარდგენა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოესწროს.

 

IDFI-ს საპარლამენტო მდივანმა დავით მაისურაძემ წარადგინა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის განახლებული ვერსია. პროექტი მიზნად ისახავს IDFI-ის მიერ ინიცირებული ვალდებულებების (იხილეთ სამოქმედო გეგმა) განხორციელებას.

 

შეხვედრაზე რეგლამენტის ცვლილებების პროექტი ასევე წარმოადგინეს:

 

• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ;
• ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI);
• საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ.

 

IDFI რეგლამენტში ცვლილებების შესატანი პროექტის გაერთიანებულ და საბოლოო ვერსიას ერთი კვირის ვადაში წარუდგენს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფს.


ასევე, შეხვედრაზე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ,,კარგი მმართველობის ინიციატივის“ წარმომადგენლებმა ,,პარლამენტის ვებგვერდის მომხმარებელთა კვლევის ანგარიში“ გააცნეს აუდიტორიას და ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვებგვერდის გაუმჯობესება ისე, რომ მომხმარებლისთვის უფრო მარტივად გამოყენებადი იყოს.


საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ წარადგინა ახალი პროექტი - ღია პარლამენტის მონიტორინგი - რომელსაც ისინი USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებენ. პროექტის მიზანია საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შესრულების მეთვალყურეობა და შეფასება. პროექტის ფარგლებში იგეგმება ვებგვერდის შექმნა, რომელიც თვალნათლად წარმოაჩენს სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების სტატუსს.


IDFI გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საპარლამენტო საბჭოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაში. IDFI აღნიშნული პროექტის ფარგლებში კოორდინირებას უწევს საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024