ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმისა და პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნების სტრატეგიის განხილვა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 მარტი 2019

2019 წლის 14-15 მარტს, საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამდღიან შეხვედრაზე, გაიმართა მსჯელობა ღია მმართველობისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.

 

ღონისძიება შედგა ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით.


საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე იმსჯელეს და მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში საქართველოს პარლამენტის სტრატეგია განიხილეს.


“2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ღიაობის, გამჭვირვალობის, ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების განვითარების მიმართულებით,“ - აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ. “ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმა, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს, ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგს წარმოადგენს და ჩვენს სამომავლო ვალდებულებებს განსაზღვრავს - ახალი მექანიზმების შექმნას მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად და პარლამენტის როლის გაძლიერებას მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მისაღწევად“.


ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიმოხილვის შემდეგ გაიმართა მსჯელობა საქართველოს პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში. აღნიშნული დოკუმენტები შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მომზადდა. ჯგუფური განხილვების მსვლელობაში, რომლებსაც გაეროს კონსულტანტი, რუსუდან ტუშური, უძღვებოდა, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებსა და საქმიანობაზე, რომლებიც მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის განხორციელებას უკავშირდება.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კომუნიკაციების მენეჯერმა, მერი მახარაშვილმა, წარადგინა ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, და საქართველოს პარლამენტის სოციალური მედიის საკომუნიკაციო კონცეფცია, რომელიც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მომზადდა.


სამდღიანი შეხვედრის დასასრულს, 16 მარტს გაიმართა სემინარი ჟურნალისტებისათვის, რომელსაც ოცდაორი ბეჭდვითი, სამაუწყებლო და ონლაინ მედია საშუალების წარმომადგენელი დაესწრო. ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს წევრებმა გააცნეს ჟურნალისტებს საქართველოს მიღწევები ღია მმართველობის სფეროში და უპასუხეს მათ შეკითხვებს მიღწეული წარმატებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

 

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024