პარლამენტის და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ღია პარლამენტის ახალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 2 აპრილი 2018

ბიზნეს სექტორის 60 წარმომადგენელი შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრებს 2018 წლის 2 აპრილს ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარსადგენად. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს ინიციატივით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.


საქართველომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საკანონმდებლო ღიაობის სფეროში. საზოგადოების ფართო წრეებთან, მათ შორის ბიზნეს სექტორთან, თანამშრომლობა საკვანძო საკითხია ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რომლითაც ჩვენ მომავალი ორი წლის მანძილზე ვიხელმძღვანელებთ“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ, პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ.


კახა კუჭავამ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, აღნიშნა ბიზნესის როლი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვაში, რომელიც საპარლამენტო ღიაობას შეუწყობს ხელს.


შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოს მიღწევები საპარლამენტო ღიაობის საკითხებში 2015 წლიდან დღემდე და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში აღწერილი გამოწვევები.


ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტს ბიზნესთან სადისკუსიო სივრცის შექმნის საქმეში. ეს პროცესი დადებით შედეგებს მოუტანს როგორც საკანონმდებლო ხელისუფლებას, ასევე კერძო სექტორს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნეს გარემოს განვითარებაში,“ - განაცხადა სოფი ჰუეტ გერიშმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა.


პარლამენტის წევრები გაეცნენ საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებულ წინადადებებსა და მოსაზრებებს, რომელიც საქართველოს რვა ქალაქში - თელავში, რუსთავში, მარნეულში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ჩატარებული საჯარო კონსულტაციების დროს გამოვლინდა. საინფორმაციო კამპანია ჩატარდა 2018 წლის მარტში ევროკავშირის (EU), UNDP-სა და IDFI-ის ხელშეწყობით. ლევან ავალიშვილმა, IDFI-ის პროგრამების დირექტორმა, შეაჯამა საჯარო კონსულტაციების შედეგები და სიტყვა მისცა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს დამატებითი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარსადგენად.


გიგი ბრეგაძემ, UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში, ხაზი გაუსვა თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას საკანონმდებლო ღიაობის მისაღწევად.


ღია მმართველობა მოქალაქეებისა და პოლიტიკის შემოქმედთა დაკავშირების ქმედითი საშუალებაა, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა პლატფორმასა და რესურსს მიმართავს. მთავრობას, პარლამენტს, ადგილობრივ ხელისუფლებას, არასამთავრობო და კერძო სექტორს, აკადემიურ წრეებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს - ყველას თავისი წვლილი შეაქვს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრებაში“, - განაცხადა გიგი ბრეგაძემ.


ღია პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანას აერთიანებს. მიმდინარე წელს საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის როლს ასრულებს და 2018 წლის ივლისში OGP-ის მეხუთე ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს. ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ ღია პარლამენტის განვითარებას მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გამტკიცებას ემსახურება.

ღონისძიების ფოტოგალერეა იხილეთ აქ

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024