ალექსანდრე თამაზაშვილი – პრემიერის უდიპლომო ცოლისძმა პარლამენტში

IDFI მედიაში 8 მაისი 2014

პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, 29 წლის ალექსანდრე თამაზაშვილი ერთადერთი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს. პარლამენტის აპარატის მიერ IDFI-თვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული სიით არჩეული დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი 2002 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამჟამად რეგისტრირებულია როგორც 2013-2014 სასწავლო წლის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი.

 

პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ ალექსანდრე თამაზაშვილი სპეციალობით სამართალმცოდნეა. უმაღლესი სასწავლებლის გრაფაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია აღნიშნული. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2007 – 2012 წლებში ალექსანდრე თამაზაშვილი მუშაობდა შპს „ტოპტრანსსერვისში“ იურისტად.

 

საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან. პარლამენტის წევრობისთვის სვაალდებულოა ქართული ენის ცოდნა.

 

„კანონით პარლამენტის წევრს არ მოეთხოვება უმაღლესი განათლება და შესაბამისად, ზედმეტად მიმაჩნია მსგავსი თემებით სპეკულირება. თუმცა, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე დასამალი და მისაჩქმალი არასოდეს არ მქონია. მინდა დავაკმაყოფილო საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცნობისმოყვარეობა და იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც გამოიწვია ჩემს ხანგრძლივ სტუდენტობასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ და განვმარტავ: 2007 წელს მუშაობა დავიწყე სატრანსპორტო კომპანიაში, იურისტის თანაშემწედ (შემდგომში იურისტად 2008-2012 წლებში) იმ პეროდისთვის ვირიცხებოდი დამამთავრებელ სემეტრში. შესაბამისად, ვეღარ მოვახერხე სწავლის და სამსახურის შეთავსება, რის გამოც სტუდენტის სტატუსი შემიჩერდა.

 

2014 წელს გავიარე რეგისტრაცია დამამთავრებელი სემეტრის სტუდენტად. დაინტერესებული პირებისთვის, ასევე, მინდა საჯარო გავხადო, რომ 2008 წელს გავიარე FIATA-ს კურსები (ფიატა ეს არის საერთაშორისო გამადზიდავთა ასოციაცია, რომელიც 1926 წელს დაარსდა ავსტრიაში და მასში 40 000-ზე მეტი გადამზიდავია გაერთიანებული მსოფლიოს გარშემო) და მაქვს დამადასტურებელი დიპლომი“, – აღნიშნავს ალექსანდრე თამაზაშვილი. პარლამენტში ამჟამად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. არის ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს პარლამენტის წევრთა უმაღლესი განათლების შესახებ მონაცემებს.

 

IDFI–ის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 19 ფლობს ერთდროულად ორ, 5 კი სამ სპეციალობას. ყველაზე დიდი რაოდენობით  პარლამენტში სამართალმცოდნეობის  სპეციალისტები არიან წარმოდგენილნი. 49 დეპუტატი ფლობს იურისტის დიპლომს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე. 26 პარლამენტარი ეკონომისტია, 14 – ექიმი. 19 დეპუტატს განათლება ინჟინერიის მიმართულებით აქვს მიღებული, 13-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, 6 დეპუტატი კი აგრონომიისა და სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალისტია.

 

რაც შეეხება ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, საქართველოს პარლამენტში 7 ისტორიკოსი, 2 ფილოსოფოსი და 12 ფილოლოგია წარმოდგენილი (მათ შორის 6 ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, სამ-სამი კი გერმანული და ინგლისური ენა-ლიტერატურის).

 

ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი არიან 2 პოლიტიკის მეცნიერების, 3 სახელმწიფო მმართველობის, 2 საერთაშორისო ურთიერთობების და 1 მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის სპეციალისტი.

 

სამი დეპუტატი ფლობს ჟურნალისტის დიპლომს. ასევე, სამს აქვს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სპეციალისტის კვალიფიკაცია, ერთს სამხედრო-პოლიტიკური, ერთი დეპუტატი კი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების განათლებითაა.

 

პარლამენტში თეატრალური და სახვითი ხელოვნებების დარგების სპეციალისტებსაც შევხვდებით, რომელთა რაოდენობა ათს აღწევს.

 

ამ სპეციალობების გარდა, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არის განათლების სხვა დარგებიც, მაგალითად: აღმოსავლეთმცოდნეობა (3), ფსიქოლოგია (1), ღვთისმეტყველება (რაოდენობა: 1), არქიტექტურა (1) და სხვა.

 

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს წევრთა აკადემიურ ხარისხებს, პარლამენტის ადმინისტრაციის დოკუმენტაციის მიხედვით, მაგისტრზე მაღალ ხარისხს ფლობს სულ 25 დეპუტატი. ამათგან 17 მეცნიერებათა კანდიდატია, 8 – დოქტორი, 5 – პროფესორი, 1- აკადემიკოსი, 1 მეცნიერებათა აკადემიის ასოცირებული წევრ-კორესპოდენტი, ასევე ერთი საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023