ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას.
დაარსების დღიდან (2009 წელი), IDFI ცდილობს გააძლიეროს საზოგადოება და გახადოს იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. იგი მუშაობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგი მმართველობის დანერგავს და ამზადებს ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებსა და რეკომენდაციებს; ორგანიზაცია ასევე ადვოკატირებას უწევს ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. IDFI-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.idfi.ge
„ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის“ (OSI) მიერ დაფინანსებული „ორგანიზაციული განვითარების გრანტის“ ფარგლებში, IDFI ეძებს გრანტების მოძიების სპეციალისტს, რომელსაც დაევალება IDFI-ის დაფინანსების მოძიების სტრატეგიის განხორციელება და საგრანტო პროექტების (IDFI-ის სტანდარტებისა და დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისი) მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. გრანტის მოძიების სპეციალისტი იქნება IDFI-ის წარმომადგენელი სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებში და ფინანსური მდგრადობის მიღწევის მიზნით, დაევალება მათგან დაფინანსების მოძიების პროცესის წარმატებით წარმართვა IDFI-ის საქმიანობის თითოეული სფეროსთვის (კარგი მმართველობა; მედია, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაციები; ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა, და საბჭოთა კვლევები).
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციის დაფინანსების მოძიების სტრატეგიის წარმატებით განხორციელება;
- ინსტიტუტის გუნდთან ერთად, დონორებთან დასაკავშირებლად საჭირო კვლევისა (ახალი საგრანტო იდეების ჩამოყალიბება, პარტნიორების მოძიება და ა.შ.) და ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციული მასალების მომზადება, (ორგანიზაციის შესაძლებლობების ანალიზი, მიმდინარე და დასრულებული პროექტების მიმოხილვები და ა.შ.);
- არსებულ და პოტენციურ დონორ ორგანიზაციებთან თანმიმდევრული და პროფესიონალური ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- ახალი, მაღალხარისხიანი და დონორების მოთხოვნებზე მორგებული საგრანტო წინადადებების შემუშავების პროცესის წარმართვა;
-თითოეულ დონორ ორგანიზაციასთან ურთიერთობის ინდივიდუალურად წარმართვა.
განათლება და უნარები:
- ბაკალავრის ხარისხი სამუშაოს შესაბამის სფეროში (საერთაშორისო განვითარება, ბიზნეს ადმინისტრირება ან / და სხვა სოციალური მეცნიერებები). მაგისტრის ხარისხი უპირატესობად ჩაითვლება;
- გამარჯვებული საგრანტო პროექტების წერის გამოცდილება;
- გამოცდილება კავშირების დამყარებაში და საგრანტო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი და უახლესი ცოდნა, განსაკუთრებით IDFI-ისთვის საინტერესო სფეროებში (იხ. www.idfi.ge; პუბლიკაციები);
- საქართველოში არსებული ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის საფუძვლიანი ცოდნა;
- გამოცდილება პროგრამის დიზაინში / საგრანტო წინადადებების შემუშავებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში;
- დონორებთან კომუნიკაციის მეთოდების ცოდნა;
-მოლაპარაკებისა და წარმომადგენლობის ძლიერი უნარ-ჩვევები;
- ძლიერი ანალიტიკური უნარები;
- პროგრამის მართვის ცოდნა;
- დონორთა თავისებურებებისა და რეგულაციების ცოდნა;
- ორმხრივ და მრავალმხრივ დონორებთან სტრატეგიულ დონეზე კომუნიკაციის უნარი;
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 14 ნოემბერისა (2016).
წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გრანტის მოძიების სპეციალისტი. დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.