საერთაშორისო ექსპერტი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ძლიერი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას. ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანის უფლებების დაცვას და კარგ მმართველობას სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გზით, სიღრმისეული საინფორმაციო ანგარიშების, კვლევებისა და რეკომენდაციების მეშვეობით; დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად ჩვენ ვახდენთ პოლიტიკის, კანონებისა და კარგი პრაქტიკის რეფორმების ინიცირების და განხორციელების ადვოკატირებას.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის "საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით" ფარგლებში, აფასებს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხს ნორმატიული აქტების მომზადების პროცესში და ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას საჯარო-კერძო დიალოგის შესახებ.


IDFI ეძებს ექსპერტს საერთაშორისო გამოცდილებით, რომელიც განახორციელებს საჯარო-კერძო დიალოგის შესახებ საუკეთესო პრაქტიკის კვლევას ნორმატიული/სამართლებრივი აქტების (კანონები, რეგულაციები) მოსამზადებლად და ჩაატარებს ტრენინგს დიალოგის (კვლევაზე დაყრდნობით) შესახებ საჯარო სექტორის საშუალო და მაღალი რგოლის წარმომადგენლებისთვის.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

ექსპერტმა/კონსულტანტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან და IDFI-ს თან თანამშრომლობით, უნდა გააანალიზოს საჯარო სექტორის კერძო/არასამთავრობო სექტორთან და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობის საერთაშორისო გამოცდილება ნორმატიული აქტების მომზადების პროცესში და მოამზადოს კვლევითი ანგარიში; ჩაუტაროს ტრენინგი საშუალო/მაღალი რგოლის საჯარო მოხელეებს და წარუდგინოს მათ კვლევის შედეგები; მონაწილეობა მიიღოს პროექტის გუნდის შეხვედრებში.


ექსპერტმა/კონსულტანტმა უნდა მოამზადოს:

 

- საჯარო და კერძო სექტორებს შორის ნორმატიული აქტების მომზადების პროცესში დიალოგის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა. დოკუმენტი უნდა იყოს დაახლოებით 15-20 გვერდი და მომზადდეს ინგლისურ ენაზე. კვლევა უნდა მომზადდეს პროექტის გუნდთან კოორდინაციით და მათ მიერ დადასტურდეს პრეზენტაციამდე.

- დიალოგის პოპულარიზაციის მიზნით ფონდების მოძიებაში მხარდაჭერა;

- კვლევის შედეგების პრეზენტაცია;

- ერთდღიანი ტრენინგი საშუალო/მაღალი რგოლის საჯარო მოხელეებისთვის კვლევის შედეგების შესახებ (სამუშაო სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანით);

- განხორციელებული აქტივობების შესახებ საბოლოო ანგარიშის მომზადება.

 

კვლევით ნაწილზე მუშაობა შესაძლოა განხორციელდეს დისტანციურად, ხოლო ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდება საქართველოში. ტრენინგის ჩასატარებლად ექსპერტის მგზავრობის ხარჯებს დაფარავს IDFI.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

 

საერთაშორისო ექსპერტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

- ნორმატიული აქტების (კანონები, კანონქვემდებარე აქტები) შემუშავების პროცესში საჯარო სექტორთან (პარლამენტი, სამინისტროები და სხვ.), კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

- ნორმატიულ აქტებზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება.

- საჯარო და კერძო დიალოგის წარმართვის/მონაწილეობის გამოცდილება.

- საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადების გამოცდილება.

- საკონსულტაციო სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.

 

საქმიანობის განხორციელების პერიოდი: საკონსულტაციო მომსახურების განსახორციელებელი პერიოდი მოიცავს 12 სამუშაო დღეს, 2023 წლის მარტი-აპრილის თვეებში, კერძოდ, კვლევა უნდა დასრულდეს მარტში, ხოლო ტრენინგი ჩატარდება აპრილში.

 

ანაზღაურება: ანაზღაურებასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდება შერჩეულ კანდიდატთან
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი რეზიუმე, რომელშიც მითითებული იქნება განხორციელებული პროექტების, გაწეული საკონსულტაციო მომსახურების და მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია
კანდიდატის შერჩევა მოხდება წარმოდგენილი რეზიუმეების განხილვის და გასაუბრების შედეგად.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancies@idfi.ge, არაუგვიანეს 2023 წლის 28 თებერვლის 23:59 საათისა, ხოლო წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: PPD საერთაშორისო ექსპერტი.

 

რეზიუმეების განხილვის შემდეგ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.