ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

 

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

- ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანების შესრულება. აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის აუცილებელი აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;

 

- სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის და კანონმდებლობის ანალიზი, ხარვეზების და ნაკლოვანებების გამოვლენა და მათი გაუმჯობესების ადვოკატირება;

 

- ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი, გამოწვევების გამოვლენა და შესაძლებლობების ადვოკატირება;

 

- ეკონომიკური და ფინანსური განათლების მნიშვნელობის, ეკონომიკური და ფინანსური კორუფციის ზიანის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;

 

- ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების განვითარების ხელშეწყობის მიზნით პარტნიორ ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით ერთობლივი ღონისძიებების (კონფერენციების და სხვ.) დაგეგმვა და განხორციელება;

 

- სტრატეგიული მიმართულების გაძლიერების მიზნით პოტენციური დონორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;

 

- სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების კოორდინაცია;

 

- დონორებთან წარსადგენი პროგრამული ანგარიშების მომზადება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

 

 

- ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი (დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);

 

- ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

 

- პროექტების მართვის გამოცდილება;

 

- აკადემიური ნაშრომები და პუბლიკაციები;

 

- ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

 

- ანალიტიკური ფიქრისა და გამართულად წერის უნარები.

 

 

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2022 წლის 25 აგვისტოსი.

 

წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი".