ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცერი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.


ჩვენი მისიაა: გავაძლიეროთ საზოგადოება და გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ხელს ვუწყობთ კარგი მმართველობის დანერგავს და ვამზადებთ ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს.


ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: 


ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები:

 

- დონორებისთვის შუალედური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება (დონორის მიერ მოთხოვნილი ფორმით ხარჯების რეესტრის მომზადება, ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის სრული რაოდენობით შეგროვება, დახარისხება, დაჯგუფება, განაწილება და შენახვა);

 

- წლიური ორგანიზაციული ან/და პროექტული აუდიტების პროცესში აუდიტორული კომპანიის (აუდიტორების) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესაბამისი ფორმით დაჯგუფება და მიწოდება;

 

- ბუღალტრებისთვის პირველადი დოკუმენტაციის შეგროვების ორგანიზება და მიწოდება;

 

- საჭიროების შემთხვევაში საგადახდო დავალებების ინტერნეტ ბანკის მეშვეობით მომზადება;


- ორგანიზაციის ფინანსურ-ადმინისტრაციული პოლიტიკების მოთხოვნების შესრულება;

 

- ორგანიზაციის დირექტორის და/ან ფინანსური მენეჯერის დახმარება სხვა ყოველდღიური საქმისწარმოების პროცესში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

 

- უმაღლესი განათლება ფინანსური მენეჯმენტის სფეროში;
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის და მოქმედი გადასახადების საბაზისო ცოდნა;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
- ანალიტიკური ფიქრისა და გამართულად წერის უნარები.

 


გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2021 წლის 31 ივლისისა.

წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცერი.

 


დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.