ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სოციალური მედიის და ვებგვერდის მართვაში მონაწილეობის მიღება;
- ღონისძიებების და პრესკონფერენციების ფოტო გადაღება;
- სხვადასხვა ღონისძიებების და შეხვედრებისა ორგანიზებაში მონაწილეობა;
- სარეკლამო და პოლიგრაფიულ კომპანიებთან თანამშრომლობა;
- საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის სფეროში;
- სოციალური მედიის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
- უპირატესად ჩაითვლება შემდეგი პროგრამების საბაზისო ცოდნა: Adobe Illustrator, Adobe Photoshop
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2021 წლის, 20 ივნისისა.
წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კომუნიკაციის მენეჯერის ასისტენტი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.