სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:


- ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანების შესრულება;

 

- აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის აუცილებელი აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;

 

- სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის და კანონმდებლობის ანალიზი, ხარვეზების და ნაკლოვანებების გამოვლენა და მათი გაუმჯობესების ადვოკატირება;

 

- საზოგადოების ეკონომიკური და ფინანსური განათლების მნიშვნელობის და ეკონომიკური და ფინანსური კორუფციის ზიანის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; აგრეთვე, ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების სტრატეგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პარტნიორ ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით ერთობლივი ღონისძიებების (კონფერენციების და სხვ.) დაგეგმვა და განხორციელება;

 

- ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიული მიმართულების განვითარების და გაძლიერების მიზნით პოტენციური დონორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;

 

- დონორებთან წარსადგენი პროგრამული ანგარიშების მომზადება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

 

- უმაღლესი განათლება ეკონომიკის / ფინანსების სფეროში;

- აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

- საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობის და ტენდენციების საფუძვლიანი ცოდნა;

- ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

- ანალიტიკური ფიქრისა და გამართულად წერის უნარები.

 

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2020 წლის 25 ივლისისა.


წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

 


დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.