გრაფიკული დიზაინერი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე, რომლის ძირითადი მოვალეობა ინოვაციური, საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სარეკლამო მასალების (მათ შორის ინფოგრაფიკების) დიზაინის მომზადებაა.

 


ძირითადი მოთხოვნები:



- გრაფიკულ პროგრამებში - Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Indesign - მუშაობის გამოცდილება;

-ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;

-სოციალური ქსელებისთვის აუცილებელი ვიზუალური მასალის შექმნა;

- ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის და ინფოგრაფიკების მომზადების გამოცდილება

-შესაბამისი უმაღლესი განათლება;

-ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.



დამატებითი მოთხოვნები:



- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

- დეტალებზე ორიენტირებული;

- კრეატიული და სხარტი აზროვნება;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- ენერგიული და შრომისმოყვარე.

 

 

კანდიდატის ანაზღაურება განისაზღვრება თითოეული დასრულებული პროდუქტის საფუძველზე.



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2020 წლის 20 ივლისამდე, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიოს ელექტრონული ბმული ელ-ფოსტით, შემდეგ მისამართზე: vacancies@idfi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.