ფინანსური მენეჯერის თანაშემწე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

 


ფინანსური მენეჯერის თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები:

 


- დონორებისთვის შუალედური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადებაში ფინანსური მენეჯერის დახმარება (დონორის მიერ მოთხოვნილი ფორმით ხარჯების რეესტრის მომზადება, ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის სრული რაოდენობით შეგროვება, დახარისხება, დაჯგუფება, განაწილება და შენახვა);

 


- წლიური ორგანიზაციული ან/და პროექტული აუდიტების პროცესში აუდიტორული კომპანიის (აუდიტორების) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესაბამისი ფორმით დაჯგუფება და მიწოდება;

 


- პროექტის მენეჯერების მიერ მოწოდებული ხელშეკრულებების გადახდის პირობების შემოწმება და დადასტურება;

 


- საჭიროების შემთხვევაში ფინანსური მენეჯერის მეთვალყურეობის ქვეშ გადარიცხვების ინტერნეტ ბანკის მეშვეობით გამზადება;

 


- ფინანსური მენეჯერის დახმარება ყოველდღიური საქმისწარმოების პროცესში.

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

 


- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის სფეროში;
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის და მოქმედი გადასახადების საბაზისო ცოდნა;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
- Microsoft Excel-ის ძალიან კარგად ცოდნა;
- ანალიტიკური ფიქრისა და გამართულად წერის უნარები.

 


გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2020 წლის, 10 თებერვლისა.

 


წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ფინანსური მენეჯერის თანაშემწე.

 


დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.