უფროსი ანალიტიკოსი / სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

 

ჩვენი მისიაა: გავაძლიეროთ საზოგადოება და გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ხელს ვუწყობთ კარგი მმართველობის დანერგავს და ვამზადებთ ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.IDFI.ge

 

უფროსი ანალიტიკოსის ფუნქცია-მოვალეობები:


- სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესახებ კვლევითი სტატიების, განცხადებებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება;

 

- კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან;

 

- კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან;

 

- საჭიროების შემთხვევაში, IDFI-ის სხვა პროექტების დახმარება ანალიზისა და კვლევის კუთხით.

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:


- უმაღლესი განათლება სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკური მეცნიერებების ან სხვა შესაბამის დარგში;

 

- აღნიშნულ სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება;

 

- საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სისტემის საფუძვლიანი ცოდნა;

 

- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

 

- ანალიტიკური ფიქრისა და გამართულად წერის უნარები.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 13 ოქტომბრისა.

 

წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: უფროსი ანალიტიკოსი. 

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.