სტაჟიორი - საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულებით

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას. IDFI-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.IDFI.ge

 

საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულებით მომუშავე სტაჟიორის ფუნქციაა საარქივო დოკუმენტების ანალიზი, წარსულის გააზრებასა და მეხსიერების კვლევებთან (Memory Studies) დაკავშირებული სტატიების მომზადება და სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა. სტაჟიორი იმუშავებს პროექტის მენეჯერის და კოორდინატორის ზედამხედველობის ქვეშ.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

- ისტორიასა და მეხსიერების კვლევებთან (Memory Studies) დაკავშირებულ სტატიებსა და სამეცნიერო კვლევებში დახმარება;

 

- საერთაშორისო სტატიების თარგმნა;

 

- დაგეგმილი ღონისძიებების და სხვადასხვა ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

 

- ჰუმანიტარული მეცნიერებების კურსდამთავრებული ან სტუდენტი შემდეგი მიმართულებებით: ისტორია, მეხსიერების კვლევები, სოციოლოგია;

 

- აკადემიურად წერის ცოდნა და გამოცდილება;

 

- ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;

 

- საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 12 აგვისტოსი.

 

წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: არქივები - სტაჟიორი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.