კვლევითი კოორდინატორი

PrIME - პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდას, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

 

პოზიციის მიზანი

 

IDFI პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგსა და ჩართულობის გზით“ (PrIME) ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას კვლევითი კოორდინატორის პოზიციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევითი მასალის, მონიტორინგის ანგარიშებისა და პოლიტიკის ნარკვევების მომზადებასა და ხარისხის უზრუნველყოფას. კვლევითი კოორდინატორი იმუშავებს პროექტის მენეჯერის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ.

 

ძირითადი ვალდებულებები:

 

- პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიშის მომზადება და ხარისხის უზრუნველყოფა;

- პოლიტიკის ნარკვევების მომზადება და ხარისხის უზრუნველყოფა;

- პროექტთან დაკავშირებული სასამართლო საქმეების შესწავლა;

- პროექტის პარტნიორების მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალის გადახედვა;

- პროექტის ფარგლებში მომზადებული ანალიტიკური მასალის შესახებ პრეზენტაციების მომზადება და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა;

- პროექტის პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია;

- პროექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება პროექტის აქტივობების ეფექტიანი და შეუფერხებელი განხორციელების მიზნით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:


- უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;

- სისხლის სამართლის კანონმდებლობის ცოდნა;

- კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის გამოცდილება;

- სამართალდამცავი სისტემის, განსაკუთრებით პროკურატურის საქმიანობისა და ფუნქციების ცოდნა;

- პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგის გამოცდილება;

- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;

- კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- ორგანიზებულობა და მართვის უნარები, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

- კომპიუტერული უნარები (Outlook, Word, Excel).

 

გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 16 ივლისისა.

 

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კვლევითი კოორდინატორი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.