ვიზუალიზაციის კონკურსი - „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“    

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით აცხადებს ვიზუალური ნაშრომების კონკურსს (ფოტო, გრაფიტი, პოსტერი) თემაზე - მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო.

 

კონკურსის მიზანია - საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და მათი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?

 

2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე. 

 

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას

 

კონკურსის თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად,  2017 წლის 2 მაისს, 17:00 რესტორან “ლოლიტა”-ს საკონფერენციო დარბაზში (მის: ჭოველიძის N7, მე-III სართული), კონკურსანტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 2017 წლის 26 აპრილისა.

 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება? 

 

- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს;

 

- მსურველთა მონაწილეობა ასაკობრივი და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ არის შეზღუდული.

 

როგორ მივიღო მონაწილეობა კონკურსში?

 

1. მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს მინიმუმ ერთი ნამუშევარი: ფოტო, პოსტერი და გრაფიტი (გრაფიტის მხოლოდ ესკიზი; და მისი კედელზე გადატანისას საჭირო/ზუსტი პარამეტრები).

 

2. შესაძლებელია რამდენიმე ნამუშევრის გამოგზავნაც, კატეგორიის განურჩევლად.

 

3. ამასთან, აუცილებელია, რომ თითო ნამუშევარი ეხებოდეს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მხოლოდ  ერთს. ნამუშევრები, რომლებიც შინაარსობრივად ეხება ორ ან მეტ მიზანს, არ მიიღება.

 

4. ნამუშევრების შინაარსობრივი მხარისადმი ესთეტიური შეზღუდვები არ არის, თუმცა ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს ფართო აუდიტორიისთვის;

 

5. ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს; 

 

6. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი  კონკურსიდან;

 

7. კონკურსში მიიღება მაღალი რეზოლუციის ციფრული ვიზუალიზაცია. ფაილი გამოგზავნილი უნდა იყოს JPG ან PDF ფორმატში და მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს. 

 

საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 მაისი. ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: contest@idfi.ge  იმეილის ტექსტში უნდა მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა) და საცხოვრებელი ადგილი (რაიონი, სოფელი, ა.შ.).  გრაფიტის ესკიზის გამოგზავნის შემთხვევაში, იმეილის ტექსტში უნდა მიუთითოთ კედელზე გადატანისას მისი ზუსტი ზომები. გამოგზავნისას, იმეილის სათაურში (შუბჯეცტ ველი) მიუთითეთ საკონკურსო ფოტო,  საკონკურსო გრაფიტი ან პოსტერი.

 

 

ამ კონკურსზე ნამუშევრის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ: 

 

- ფლობთ საავტორო უფლებებს, გამოგზავნილი ნამუშევარი თქვენი შექმნილია; 

 

- გრაფიტის შემთხვევაში შეძლებთ კონკურსში წარდგენილი ესკიზის ზუსტად, მითითებული პარამეტრების დაცვით გადატანას/დახატვას კედელზე; 

 

- ნამუშევარზე გამოსახული ყველა პირი გაძლევთ უფლებას, გამოიყენოთ მისი ვიზუალი და ეთანხმება მასალის გამოქვეყნებას კონკურსის წესების გათვალისწინებით;

 

- კონკურსის ორგანიზატორებს ანიჭებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თქვენს მიერ გამოგზავნილი ვიზუალიზაცია ვებგვერდზე, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით). 

 

ორგანიზაციას არ აქვს ნამუშევრების კომერციული მიზნებისთვის გამოყენების უფლება.

 

 

რა კრიტერიუმებით შეფასდება ნამუშევრები? 

 

- თემასთან - „მდგრადი განვითარების მიზანი და საქართველო“ - და შერჩეულ მიზანთან შესაბამისობა; 

 

- საკითხის ინოვაციური გამოხატვა ფოტოს, პოსტერი ან გრაფიტის (გრაფიტის ესკიზი) სახით;

 

- ნამუშევრის შესრულების ხარისხი;

 

- ნამუშევრის კომპოზიციური განაწილება;

 

- ფერების კომბინაცია და შეხამება.

 

 

პრიზები

 

- გამარჯვებულ ესეებს შეარჩევს გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) და IDFI-ის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური.

 

- თითოეულ ნომინაციაში (ფოტო, პოსტერი, გრაფიტი) გამოვლინდება 1 გამარჯვებული და მათ/თითოს გადაეცემათ ტექნიკის მაღაზიის 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი. 

 

- გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე.

 

- ჟიურის მიერ შერჩეული 20 ვიზუალიზაცია (10 ფოტო და 10 პოსტერი) ავტორის სახელი და გვარის მითითებით განთავსდება IDFI-ის ვებ და ფეისბუქ გვერდებზე. გამარჯვებული გრაფიტის (ესკიზი) შემთხვევაში, პროექტი უზრუნველყოფს საჭირო კედლის მოძიებას/ნებართვას რათა ავტორმა შეძლოს გრაფიტის ესკიზის გადატანა კედელზე. 

 

- ნამუშევრები ასევე გამოიფინება თბილისში გამართულ მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე. 

 

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

იმეილი: contest@idfi.ge       

FB მესიჯი: https://www.facebook.com/IDFI.official  

ტელ: +995 32 2 92 15 14; +995 599 500 137

 

კონკურსი იმართება პროექტის „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.