ტენდერი აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტორული კომპანიის შესარჩევად

ა(ა)იპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტორული კომპანიის შესარჩევად.

 

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა მოიცავდეს პერიოდს 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასრულებული წლისთვის. ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარების (ასს) შესაბამისად. 

 

სატენდერო წინადადების მომზადებისთვის ორგანიზაციის წარსულში ჩატარებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3pacPJJ

 

აუდიტორული კომპანია უნდა წარმოადგენდეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიას და მას ასევე უნდა ჰქონდეს არაკომერციული ორგანიზაციების ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებზე აუდიტორული დასკვნის მომზადების და გაცემის ავტორიზაცია. 

 

აუდიტორული დასკვნა უნდა გაიცეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

 

გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართებზე - contest@idfi.ge და n.vepkhvadze@idfi.ge

 

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

 

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 20 დეკემბერი, 18:00 საათი. 

 

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: n.vepkhvadze@idfi.ge