საზაფხულო სკოლა შესაძლებლობების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით

      

 

 

 

კონკურსი განცხადების მისაღებად

საზაფხულო სკოლა შესაძლებლობების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით

"საერთო ისტორია, საერთო მომავალი"

2024 წლის 17-21 ივლისი, დილიჯანი, სომხეთი

 

 

პროგრამა Confronting Memories (ბერლინი, გერმანია) და ჰაზარაშენის ეთნოლოგიური კვლევების სომხური ცენტრი აწყობენ 3-დღიან საერთაშორისო საზაფხულო სკოლას  2024 წლის 17-21 ივლისს დილიჯანში, სომხეთში, ისტორიის მასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის სომხეთიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, ასევე ემიგრაციაში მყოფი რუსი და უკრაინელი მასწავლებლებისა და პედაგოგებისათვის.

 

სემინარისა და შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგის ფარგლებში, ჩვენი მიზანია, მასწავლებლებს მივცეთ ინსტრუმენტები საგაკვეთილო მასალის შესაქმნელად, რომელიც შეიძლება შეიცავდეს მრავალ პერსპექტივას ევროპის საბჭოს დემოკრატიული კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოს ინტეგრირებისთვის და მოსწავლეებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის უნარების გამომუშავებისთვის. სემინარს გაუძღვებიან ფასილიტატორები დასავლეთ ბალკანეთიდან და ლატვიიდან, რომლებსაც აქვთ მულტიპერსპექტიული საგანმანათლებლო პრაქტიკისა და კონფლიქტების მოგვარების დიდი გამოცდილება. 

 

განიხილება შემდეგი კითხვები:

 

● როგორ შეგვიძლია ვასწავლოთ ისტორიაში არსებული კონფლიქტები რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე?

● როგორ შეგვიძლია განვავითაროთ მოსწავლეზე ორიენტირებული ისტორიის განათლება კონფლიქტებთან დაკავშირებით დამოკიდებულებებსა და ღირებულებებზე ფოკუსირებით?

● როგორ არის წარმოდგენილი კონფლიქტები სასკოლო სახელმძღვანელოებსა და მედიაში?

● როგორ შეიძლება ისტორიით მანიპულირება და როგორ მოქმედებს დღეს საზოგადოებებზე?

● როგორ აყალიბებს პოლიტიკური ნარატივები მეხსიერებასა და მის პრაქტიკას?

 

გარდა ამისა, ჩვენ შევარჩევთ Confronting Memories-ის ელჩებს, რომლებიც გაივლიან ტრენინგს საზაფხულო სკოლის შემდეგ, რათა გახდნენ ტრენერები სხვა მასწავლებლებისა და პედაგოგებისათვის. ელჩები მიიღებენ მცირე გრანტს, რათა შემდგომ მოაწყონ თავიანთ რეგიონში შესაძლებლობების განვითარების სემინარი ისტორიის სხვა მასწავლებლებისა და პედაგოგებისათვის. 

 

ჩვენ შესახებ:

 

კონკურსი ხორციელდება IDFI-სა და Civil Society Forum-ის თანამშრომლობით, Confronting Memories-ის პროგრამის ფარგლებში.

 

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პროგრამამ Confronting Memories  შეკრიბა 100-ზე მეტი მასწავლებელი სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, მოლდოვიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან, რათა ერთად იმუშაონ მულტიპერსპექტიული და კომპეტენციებზე დაფუძნებული საგაკვეთილო მასალის შესაქმნელად, რომელიც მოიცავს მეორე მსოფლიო ომიდან მიმდინარე კონფლიქტებს.  მასალები ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე და ჩამოტვირთვა უფასოა.



ჩვენ გთავაზობთ:

 

● მაღალი დონის ტრენინგს ისტორიის მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ხელმძღვანელობს პროფესიონალური გუნდი მულტიპერსპექტიული და კომპეტენციებზე დაფუძნებული პროგრამით, ასევე ვიზიტებსა და კლასგარეშე აქტივობებს;

● მგზავრობას, განთავსებასა და კვება 3-დღიანი საზაფხულო სკოლის განმავლობაში;

● მონაწილეობის სერტიფიკატებს.

 

საზაფხულო სკოლა იქნება მნიშვნელოვანი გამოცდილება, ევროპის მასწავლებლებთან დაკავშირებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობით, ასევე, საგანმანათლებლო სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის მისაღებად.



ჩვენ გვჭირდება:

 

● CV (მაქსიმუმ 2 გვერდი)

● სამოტივაციო წერილი (გთხოვთ, აგვიხსნათ როგორ შეძლებთ მოაწყოთ სემინარი პედაგოგებისთვის და ჩაატაროთ გაკვეთილი მოსწავლეებისთვის Confronting Memories-ის მასალების გამოყენებით და რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი მონაწილეობა, მაქსიმუმ 1 გვერდი)

● ინგლისური ან რუსული ენის თავისუფლად ფლობა

 

ჩვენი მიზანია ამ პროექტისთვის ისტორიის მასწავლებლებისა და პედაგოგების რეგიონული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა თითოეულ ქვეყანაში.



გსურთ განაცხადის წარდგენა?

 

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ისტორიის აქტიურის სტატუსის მქონე მასწავლებლებსა და პედაგოგებს (ფორმალური თუ არაფორმალური განათლების სექტორი), ჩვენ არ ვახდენთ დისკრიმინაციას ასაკის, სქესის, შესაძლებლობების, რასის, სექსუალობის ან სხვაგვარი ნიშნით.

 

თუ გსურთ მონაწილეობა, 2024 წლის 31 მაისამდე გამოაგზავნეთ თქვენი განაცხადი ელ. ფოსტაზე - e.kalandadze@idfi.ge.

 

წარმატებული განაცხადები შეირჩევა ივნისის შუა რიცხვებამდე.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით. 

გთხოვთ, გაუზიარეთ საკონკურსო განაცხადი თქვენს კოლეგებსა და მეგობრებს. 



ვებგვერდი: https://idfi.ge/ 

გამოგვყევით facebook-ზე: https://www.facebook.com/IDFI.official 

გამოგვყევით X-ზე:https://twitter.com/IDFIGeorgia




პროექტი მხარდაჭერილია: