ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს აპლიკაციების მიღებას ეროვნული მკვლევრის პოზიციაზე შემდეგი ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის (GIRAI) პროექტისთვის, რომლის ფარგლებში შეიქმნება გაზომვადი ინდიკატოერები, ქვეყნების მიერ პასუხისმგებლიანი AI პრინციპების განხორციელების შესაფასებლად.
ქვეყნის მკვლევარი დიდ როლს ითამაშებს მის ქვეყანაში პასუხისმგებლიანი AI ვალდებულებებისა და პროგრესის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და შეფასებაში, რაც ხელს შეუწყობს გლობალურად ანგარიშვალდებული და უფლებებზე დაფუძნებული AI პრინციპების განვითარებას.
განაცხადის სრული ტექსტი იხილეთ ინგლისურად ბმულზე.
ქვეყნის მკვლევარის პოზიციაზე განაცხადის შემოსატანად, გთხოვთ 2023 წლის 7 სექტემბრამდე შეავსეთფორმა.