სასერტიფიკატო კურსი - დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით, 2020-2021 წლების სასწავლოს წლის შემოდგომის სემესტრიდან დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება.

 

 

პროგრამა  დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, ორ აკადემიურ სემესტრზეა გათვლილი  და მოიცავს 6 სასწავლო კურსს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების სოციალურ მეცნიერებათა/ ჰუმანიტარული სკოლის დამამთავრებელი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე პირებს.

 

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების შემთხვევაში სალექციო კურსები ხელმისაწვდომი იქნება ასარჩევ საგნებს შორის, ხოლო თითოეული გავლილი კურსი, 6 სასწავლო კრედიტის საპირწონეა. ყველა მონაწილე, რომელიც წარმატებით გაივლის, სულ ცოტა 4 სასწავლო კურსს, მიიღებს პროგრამის გავლის დამადასტურებელ ორენოვან სერთიფიკატს.

 

გარდა სტანდარტული სალექციო კურსებისა, მონაწილეები შეძლებენ ასევე საჯარო ლექციებზე, სპეციალურ სემინარებზე დასწრებასა და საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას. მონაწილეების მიერ მომზადებული 10 საუკეთესო ესე/პროექტი, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება/გავრცელდება საქართველოს უნივერსიტეტისა და IDFI-ის ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter).

 

*სწავლების ენა: ქართული , თუმცა საკითხავი მასალისდიდი ნაწილი წარმოდგენილია ასევე ინგლისურად.

 

 

პროგრამაში რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები (გარდა საქართველოს უნივერსიტეტის); საჯარო სამსახურის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2021 წლის 6 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/iUqhmMQB45K7aNj29

 

პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

 

მოკლე გასაუბრების დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რომ ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მოთხოვნები.

 

შერჩეულ მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური.

 

 

შერჩევის კრიტერიუმები:

 

·         მოტივაცია;

 

·         გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი;

 

·         სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: n.gozalishvili@idfi.ge

 

 

პროგრამის აღწერა და ლექტორების კომპეტენცია.