კონკურსი/ტენდერი აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის შესაქმნელად

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ტენდერს აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის ვებგვერდის chaerte.sca.ge-ის (sca.ge დომენზე დასაშენებელი დასახელება დაზუსტდება)შესაქმნელად.

 

ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, დამკვეთთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით, უნდა შექმნას ახალი ვებგვერდი chaerte.sca.ge (პირობითი სახელწოდება), რომელიც გამოქვეყნდება უკვე არსებულ sca.ge დომენზე და წარმოადგენს მოქალაქეთა ელექტრონულ მისაღებს და საბჭოსთან მოქალაქეების ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებას (მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფცია იხ. დანართის სახით).

 

ვებგვერდი ადაპტირებული უნდა იყოს Web Content Accessibility Guidelines (WCAG) 2.1-ის AA დონის (Level AA) შესაბამისად. ადაპტირების დეტალები დაზუსტდება ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას, შემსყიდველსა და უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით. აღნიშნულ ვებგვერდზე უნდა განთავსდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია, და მოქალაქეს უნდა შეეძლოს შემდეგი მოქმედებების შესრულება (შესაბამისი ფორმების და შაბლონების მიწოდება მოხდება აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის მხრიდან):

 

-  საბჭოსადმი განცხადებით მიმართვა (წესი და ელექტრონული განცხადებით მიმართვის ზუსტი პროცედურის დადგენით);

 

- უმაღლესი საბჭოს საჯარო ინფორმაციის გვერდზე გადასვლა;

 

- უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის ელექტრონულ ფორმატში ჩანიშვნა (სპეციალური მოდულით);

 

- უმაღლესი საბჭოს შენობაში შესვლისთვის/სხდომებზე დასწრებისთვის საშვის ელექტრონულად მიღება (ზუსტი პროცედურების დადგენით);

 

- პეტიციის ელექტრონულად წარდგენა (სპეციალური მოდულით და  წერილობითი/ელექტრონული პეტიციის ინსტრუქციების დადგენით);

 

- საკანონმდებლო წინადადების წარდგენა (წესი, პროცედურები, და შესაბამისი ფორმების დადგენით);

 

- გამოკითხვების მოდული უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით მოქალაქეების განწყობების და მოსაზრებების შესაფასებლად;

 

- აჭარის ბიუჯეტის შესახებ საინფორმაციო ღილაკი;

 

- კანონპროექტების ველი და კანონპროექტებზე კომენტარის დატოვება (კანონპროექტების ველის შექმნით. კომენტარის დასატოვებლად საკმარისი უნდა იყოს ტელეფონის ნომრითა და სატელეფონო კოდით ავტორიზაცია და იდენტიფიკაცია. მსგავსი ფუნქციის მქონე ვებგვერდის მაგალითი: info.parliament.ge ან parliament.ge/legislation/)

 

ვებგვერდზე ასევე უნდა შეიქმნას შესაბამისი სივრცე შემდეგი ინფორმაციის განსათავსებლად (შესაბამისი ფორმების და შაბლონების მიწოდება მოხდება აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის მხრიდან):

 

- მოდული უმაღლესი საბჭოს საჯარო კონსულტაციების შესახებ (ინფორმაცია ან სხვა ტიპის მასალა, რომელსაც უმაღლესი საბჭო განათავსებს საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებით);

 

- ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს საზედამხედველო ფუნქციების და საზედამხედველო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ;

 

- უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ საინფორმაციო მასალების ელექტრონული ცნობარი;

 

- უმაღლესი საბჭოს შენობაში მოქალაქეთა მისაღების შესახებ ინფორმაცია;

 

- სასარგებლო ბმულების განყოფილება, სადაც განთავსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების და სხვა საჯარო სერვისების მიმწოდებელი უწყებების ელექტრონული მისამართები;

 

- პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განახლებადი მონაცემთა ბაზა მათი სერვისებისა და საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით და შესაბამისი ბმულების მითითებით.

 

ელექტრონული პეტიციის მოდულისთვის სასურველია შემდეგი სისტემა:

 

- პეტიციის წარდგენა და ხელმოწერა უნდა მოხდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;

 

- ხელმოწერისთანავე ავტომატურად ან საბჭოს აპარატის წარმომადგენლის მიერ არაუგვიანეს კანონით დადგენილი ვადისა, პეტიციას უნდა მიენიჭოს სარეგისტრაციო ნომერი და გამოქვეყნდეს ხელმოწერების/მხარდაჭერის მოსაგროვებლად;

 

- მოდულში მიმდინარე და დასრულებული პეტიციები უნდა გაირჩეოდეს ვიზუალურად და უნდა იფილტრებოდეს;

 

- პეტიციის მხარდამჭერი პირების მიერ ხელმოწერა უნდა დაფიქსირდეს ელ.ფოსტის ან ტელეფონის ნომრით ვერიფიკაციით (მხოლოდ ერთი მომხმარებელი ერთი მითითებული ვერიფიკაციის მეთოდით);

 

- მხარდამჭერთა საკმარისი რაოდენობის მოგროვების შემთხვევაში (200 ხელმოწერა) პეტიცია უნდა აისახოს, როგორც „მხარდაჭერილი“, თუმცა მას უნდა შეეძლოს დამატებითი მხარდაჭერის მოგროვება შესაბამისი ვადის ამოწურვამდე.

 

(იხ. ელექტრონული პეტიციის მაგალითი: parliament.ge/get-involved)

 

შემოთავაზებული უნდა იყოს ვებ-გვერდზე ტექსტის წაკითხვის ფუნქციონალი, როდესაც ვებგვერდი ადაპტირებულია იმგვარად, რომ სპეციალური წამკითხველი პროგრამით შესაძლებელია მისი წაკითხვა. ვებგვერდზე უნდა განთავსდეს წამკითხველი პროგრამის საინსტალაციო ფაილი, რომლის ჩამოტვირთვას და დაინსტალირებას საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ვებგვერდის მომხმარებელი და ადაპტირებული ვებ-გვერდით სარგებლობის ინსტრუქცია,

 

ვებგვერდი მაქსიმალურად თავსებადი უნდა იყოს ყველა ძირითად ბრაუზერთან და მოწყობილობასთან (devices - როგორც პლანშეტი, ისე სმარტფონი და სხვა), აგრეთვე, ფართოდ გამოყენებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე ტექნოლოგიებთან (assistive technologies).

 

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს (როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად).

 

გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზეcontest@idfi.ge და ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ chaerte.sca.ge.

 

სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 29 აგვისტო

 

ტექნიკური მოთხოვნები:

 

თუ სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით აუცილებელია ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, მაშინ სისტემის მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დამხმარე სისტემების ლიცენზიების მიწოდება.

 

უსაფრთხოების მხრივ, დაცული უნდა იყოს მაღალი სტანდარტები. მიმწოდებელმა პროექტის დასრულების შემდეგ, ტესტირების შედეგად, უნდა გამოავლინოს ხარვეზები და განმეორებითი ტესტირებისას აღმოფხვრას ისინი.

 

საავტორო უფლებები:

 

სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აჭარის უმაღლეს საბჭოს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას იურიდიული/ფიზიკური პირი ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.

 

პროექტის ხანგრძლივობა: 90 კალენდარული დღე

 

პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზს, გვერდის დიზაინისა და ფუნქციონალების შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასადა უმაღლესი საბჭოს შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგს (არანაკლებ ორჯერ, ერთი ან ორი სრული დღით, 4-6 თვის შუალედით, მათ შორის შესაძლო უკუკავშირისა და ვებგვერდის მუშაობის პროცესში დაგროვილ საკითხებთან დაკავშირებით).

 

მონაწილე იურიდიულმა/ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

 

1. პროექტის განხორციელების გეგმა 

 

2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა 

 

3. ინფორმაცია მსგავსი ორი პროექტის განხორციელების შესახებ 

 

4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილების შესახებ 

 

5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა

 

6. ვებგვერდისთვის განკუთვნილი სამუშაოს ფასი დღგ-ს გარეშე. გამიჯნული უნდა იყოს როგორც ვებგვერდის შექმნის, ადაპტირების, ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში ცალკეული სერვისის ინტეგრირების ფასი.

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 1 წლის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების (BUG) აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.

 

ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი - კონცეფცია