ზოგადი ინფორმაცია
პროექტის სახელწოდება: საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით
დონორი ორგანიზაცია: Deloitte Consulting LLC, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, ეკონომიკური მმართველობის პროგრამის (Economic Governance Program) ფარგლებში
მიზანი: პროექტის მიზანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე (3 შერჩეული მუნიციპალიტეტი), ისევე როგორც დიალოგის შესახებ ცნობიერების ამაღლება დაინტერესებულ მხარეებსა და ფართო საზოგადოებაში. პროექტის ფარგლებში შეირჩევა შესაბამისი კანონები და რეგულაციები, რომლებიც დაექვემდებარებიან შეფასებას და განხორციელდება ცნობიერების ამაღლების აქტივობები (შეხვედრები, ტრენინგები, სემინარები) თბილისსა და რეგიონებში.
კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასება დაეფუძნება პოლიტიკის შემუშავების წინასწარ განსაზღვრულ ოთხ ეტაპს: პოლიტიკის ზოგადი მიმართულებების შემუშავების ეტაპი, კანონპროექტის ტექსტის შემუშავების ეტაპი, ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან და Ex-ante რეგულირების გავლენის შეფასება. შესაბამისად საჯარო და კერძო დიალოგის შეფასების მექანიზმი მიანიჭებს რეიტინგებს შერჩეულ კანონებს და რეგულაციებს. ყოველწლიურად გაიმართება შესაბამისი ანგარიშისა და რეიტინგის პრეზენტაცია, და დაჯილდოვდებიან ის კანონპროექტები/რეგულაციები რომელთა მომზადების პროცესში ყველაზე მაღალი ხარისხით იქნება უზრუნველყოფილი კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგი.
შენიშვნა: პროექტის მიზნებისთვის კერძო სექტორში მოიაზრება ბიზნეს სექტორი, არსამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ბიზნეს ასოციაციები და ფართო საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფები.
აქტივობები (აქტივობების დაწყების თარიღი 01 მაისი, 2021):
1) მოსამზადებელი პერიოდი: მეთოდოლოგიის შემუშავება და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების გაგზავნა
2) ფოკუს ჯგუფებზე ინტერვიუების ჩატარება
3) შერჩეული სამი მუნიციპალიტეტის ანალიზი
4) პროექტის მონიტორინგი და ანგარიში მომზადება
5) საჯარო და კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების კვლევის მომზადება
6) საბოლოო პრეზენტაცია და სოციალური აქტივობები, მედიასთან თანამშრომლობა
პოზიციის მიზანი
IDFI პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გუნდს ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობით. ანალიტიკოსის/მკვლევარი საქმიანობა გადამწყვეტი იქნება პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
ძირითადი ვალდებულებები:
- შესაფასებელი კანონპროექტებისა და რეგულაციების პირველადი შერჩევა და მისი შეთახმება პროექტის მენეჯერთან;
- თითოეული შერჩეული კანონპროექტის/რეგულაციის შემთხვევაში, სავარაუდო დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება.
- კანონპროექტების/რეგულაციების ავტორ უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირება და ინტერვიუების დაგეგმვა/ჩატარება.
- აუცილებლობის შემთხვევაში საჯარო ინფომრაციის მოთხოვნის შესახებ წერილების გაგზავნა შესაბამის უწყებებში;
- ინტერვიუებისა და მიღებული ინფომრაციის ანალიზის საფუძველზე, წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიით დიალოგის ხარისხის ანალიზი და შეფასება.
- კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და მათ პროექტის მენეჯერისთვის წარდგენა;
- ცნობიერების ამაღლების საქმიანობის დაგეგმვა და მათი განხორცილების პროცესში აქტიური ჩართულობა.
- პროექტის პარტნიორებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება სამართლის, საჯარო ადმინისტრირების ან ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით;
- ადმინისტრაციული საქმიანობის (ოფიციალური მიმოწერა, მომსახურების მომწოდებლებთან ურთიერთობა, შეხვედრების დაგეგმვა, და ა.შ.), როგორც სამუშაოს ძირითადი ფუნქცია ან მისი ნაწილი, ერთწლიანი გამოცდილება;
- კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობისა მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
- სასურველია პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგის გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
- კომუნიკაციის უნარები და ორგანიზებულობა;
- კომპიუტერული უნარები (Outlook, Word, Excel).
გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2021 წლის 5 ივლისისა წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ანალიტიკოსი/მკვლევარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.